სხვა აშშ-ში ქუჩის მაწანწალამ მომენტალურ ლატარეაში 15 მილიონი დოლარი მოიგო 2018, 23 აპრილი, 18:11 ერთი წლის წინ 19 წლის ქუინ კოფლერი(Quinn Kofler) ციხეში იჯდა მაწანწალობისთვის, ახლა კი ფლორიდელი ახალგაზრდა საკუთარი სახლის ყიდვას აპირებს.სასწაულები ხანდახან ხდება! 19 წლის ფლორიდელმა ახალგაზრდამ ამ რამდენიმე დღის წინ მომენტალური(გასაფხეკი) ლატარეა იყიდა, ყმაწვილმა ბილეთში 30 დოლარი გადაიხადა, ჯეკპოტის მოგების შანსი ამ ლატარეაში, 1:29- ზეა, თუმცა ჯეკპოტის მოხსნის შანსი 1: 4 მილიონზეა, სწორედ ეს ერთი შანსი დაეცა ახალგაზრდას და გასულ ხუთშაბათს 15 მილიონი დოლარი მოიგო, ქუინ კოფლერმა მოგების ერთჯერადად აღება ისურვა, რის გამოც დაექვითა თითქმის ოთხი მილიონი დოლარი და ხელზე 11, 1 მილიონი დოლარი მიიღო. ყმაწვილმა მაღაზია 7-Eleven-ს, სადაც ბილეთი შეიძინა საჩუქრად 30 000 დოლარი გადაურიცხა. 559 6-ს მოსწონს
|