x
image
intermedia.ge
Mediator image
სოფო ნიჟარაძე : ,, მე თვითონაც დიდი გულისფანცქალით ველოდები ლაივების დაწყებას’’

image

“ რუსთავი 2’’ -ის მუსიკალური მეგა-შოუს “მხოლოდ ქართული’’-ს ერთ-ერთი ჟიურის წევრი სოფო ნიჟარაძე თბილსისი ქასტინგზე შერჩეულ კონკურსანტებს აფასებს და ამბობს, რომ სანამ მაყურებელი ლაივ კონცერტებს არ იხილავს აზრები ორად გაიყოფა .მისი თქმით, თბილსისი ქასტინგზე ყველაზე უფრო სადავო კონკურსანტები იყვენენ. მომღერალი აცხადებს, რომ ჯამში ათეული საოცრად კარგია.


“ ქართულ სიმღერას რაც ახასიათებს, რომ განხვავებულია სწორედ ასეთი მონაწილეები გვყავს არჩეული. ვფიქრობ, რომ ამით ლაივ კონცერტები საინტერესო სანახავი იქნება.მაყურებლები უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, რადგან აქ იქნება მხოლოდ ქართული სიმღერბი, მხოლოდ ის ვერსიები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, რომელიც მსმენელს ძალიან მოენატრა, იქნება ის ვერსიები, რომლებიც ძალიან მოგვეწონება ასევე გაჟღერდება საოცარი ახალი ვერსიები, რომელიც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა, ამიტომ მე თვითონაც დიდი გულისფანცქალით ველდოები ლაივების დაწყებას.’’-ამბობს სოფო ნიჟარაძე


image











0
19
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0