შოუბიზნესი „არტ-ჰოლში“ ელლა დევლახის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა 2018, 23 აპრილი, 0:34 რამდენიმე დღის წინ, „არტ-ჰოლის“ დიდ დარბაზში მომღერალ ელლა დევლახის პირველი სოლო-კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობაც მისმა რამდენიმე მეგობარმაც მიიღო .
ამ დრომდე ელლა ძირითადად კლუბურ და რესტორნის სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც უდაოდ ყავდა თავისი ნიჭის შემფასებელიც და დამფასებელიც. განსხვავებული ხმის ტემბრის პატრონი არც მალავს, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავის ალლა პუგაჩოვას მუსიკის გავლენას განიცდის, რაც შესაბამისად მის რეპერტუარშიც აისახება და მის გამოსვლაში, რამდენიმე მუსიკალური ნომერიც მოხვდა ალლა ბარისოვნას რეპერტუარიდან.
აღნიშნული კონცერტის რეჟისურა მუსიკოსმა, ელლა დელვახის მეგობარმა კაკი ბოლქვაძემ ჩაიბარა და საქმესაც წარმატებულად გაართვა თავი. წამყვანებად კი, აჩი ფურცელაძე და თამარ მაყაშვილი მუშაობდნენ, რომლებმაც თავის მხრივ მაყურებელს თითო-თითო სიმღერა აჩუქეს.
რაც შეეხება თავად საღამოს მასპინძლის რეპერტუარს, ის მრავალფეროვანი იყო და გარდა რემიქსებისა, მოიცავდა სხვადასხვა ჟანრის ქართულ მუსიკასაც, რომელიც მისთვის დაიწერა საქართველოში. დიდ სცენაზე ჩატარებული პირველი კონცერტის დროს მომღერალი აშკარად ნერვიულობდა, თუმცა გასაკვირიც არაფერია, რადგან - პასუხისმგებლობა, რომელიც ამ მომღერალს აქვს, ამ ნერვიულობის საფუძველს იძლეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ელლა დელვახის პირველმა კონცერტმა და გამოსვლამ დიდ სცენაზე წარმატებულად ჩაიარა, რასაც ჩვენის მხრივ ვულოცავთ და სამომავლოდ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ.
35 2-ს მოსწონს
|