x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ზრდის სტიმულატორი მცენარეების და რთულად დასაფესვიანებელი კალმებისთვის (4 რეცეპტი და არანაირი ქიმია)

პრაქტიკულად ყველა მებაღე ან ქოთნის ყვავილების მოყვარული, დროდადრო სარგებლობს ხსნარით, რომელიც მცენარეების ზრდას ასტიმულირებს. ზოგიერთი მცენარე ხომ ისეთი ჭირვეულია, რომ სტიმულატორის გარეშე, გაზრდა კი არა, ამოსვლაც არ უნდა.

image


ზრდის სტიმულატორი, ჩვეულებრივ, მცენარის იმუნიტეტს ამაღლებს და ზამთრის გადატანაში ეხმარება, ხოლო წლის თბილ პერიოდში, მის სწრაფ ზრდა-ნვითარებას უზრუნველყოფს.

ზრდის სტიმულატორების გამოყენების შემდეგ, თვალნათლივ შეიმჩნევა მცენარეების ზრდა და კალმების უფრო ძლიერი და ხარისხიანი ფესვთა სისტემის განვითარება.



სპეციალურ მაღაზიებში, მცენარეებისთვის სხვადასხვა სახის სტიმულატორები იყიდება. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ შეძენილი საშუალება, მხოლოდ მცენარეებისთვის კი არა, ჩვენთვისაც სახიფათოა. ბევრად უფრო მშვიდად არის ადამიანი, თუ ზუსტად იცის იმ ხსნარის შემადგენლობა, რასაც იყენებს. განსაკუთრებით, სახლის პირობებში, როდესაც საქმე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება.

არსებობს ძალიან მარტივი რეცეპტები, ეკოლოგიურად სუფთა ხსნარის მოსამზადებლად, რომლის შემცველობაში, ქიმიური ნივთიერება საერთოდ არ იქნება.


რეცეპტი № 1


1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი გახსენით 250 მლ. თბილ წყალში > გადაასხით ხნარი მინის ქილაში და ჰერმეტულად დაახურეთ (მოხუფეთ) > დადგით ქილა ბნელ და გრილ ადგილზე 1 კვირა > ვადის გასვლის შემდეგ, ხსნარს დაამატეთ იმდენი გადადუღებული (გრილი) წყალი, რომ 5 ლ. გამოვიდეს.

მოათავსეთ მასში მცენარის კალამი ან ბოლქვი, ნიადაგში დარგვის წინ. კალამი 6 სთ-ით, ხოლო ბოლქვი - 12 სთ-ით. დარგვის წინ გადაავლეთ თბილი წყალი.


რეცეპტი № 2


იმ შემთხვევაში, თუ საქმე რთულად დასაფესვიანებელ მცენარეს ეხება, ტირიფის ტოტების თაიგული მოათავსეთ წყლიან ქილაში. დაელოდეთ რამდენიმე დღე, ვიდრე ტოტებს ფესვები არ გამოუვა. ამის შემდეგ, ხის ტოტები გადაყარეთ. ხოლო, წყალში მოათავსეთ მცენარის კალმები, ისე რომ, 1/3-ზე წყლით დაიფაროს. სულ მალე, კალმებს ფესვები გამოუვა.

ტირიფის წყალი, რთულად გასახარებელი მცენარეების გამრავლების ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომლის გამოყენების შემთხვევაში, შედეგის მიღების გარანტია, თითქმის, 100%-ის ტოლია.

image

რეცეპტი № 3

image

1 ჩ. კ. აფთიაქში ნაყიდი ან 10 წვეთი მცენარის ფოთლიდან გამოწურული ალოეს წვენი გახსენით 1, 5 ლ. ოთახის ტემპერატურაზე დაყენებულ წყალში.

ამ ხსნარით მცენარეების მორწყვა შეგიძლიათ თვეში ერთხელ.



რეცეპტი № 4


1 გრ. მშრალი საფუარი და 1 ჩ. კ. შაქრის ფხვნილი გახსენით 1 ლ. თბილ წყალში > გააჩერეთ ხსნარი 2 სთ. > ამის შემდეგ, გააზავეთ ის წყალში, პროპორციით - 1:5.

მცენარეები ამ ხსნარით შეგიძლიათ მორწყათ: ზამთარში თვეში ერთხელ, ხოლო ზაფხულში - 10 დღეში ერთხელ. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageბუნებრივი სასუქი, რომელიც ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს და მცენარის ფესვებს აძლიერებს
ნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვის
მხოლოდ 1 წვეთი იოდი და ვეღარ იცნობთ საკუთარ მცენარეს

2
3615
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3615
  
2018, 26 აპრილი, 9:17
ცუდი არ არის, მაგრამ ძნელად მოსაპოვებელი ინგრედიენტებისგან შედგება :)
2018, 26 აპრილი, 9:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2