x
მეტი
  • 18.01.2022
  • სტატია:116293
  • ვიდეო:353084
  • სურათი:490145
მხოლოდ 1 წვეთი იოდი და ვეღარ იცნობთ საკუთარ მცენარეს

imageimage

სახლის მცენარეებისთვის, ისე როგორც, სხვა არავისთვის, აუცილებელია სასუქის რეგულარული მიწოდება. დღეს ბაზარზე ორგანული და მინერალური სასუქების დიდი არჩევანია, მაგრამ მცენარეებს ძვირიან სასუქზე მეტად, იოდით მომზადებული სასუქი მოსწონთ.

იოდი, როგორც მენდელეევის ცხრილის ელემენტი, არც ისე გავრცელებულია დედამიწაზე. ხოლო, სუფთა სახით, როგორც ქიმიური ელემენტი, პრაქტიკულად არ არსებობს. ძირითადად, მხოლოდ შენაერთების სახით არის წარმოდგენილი.

იოდის მნიშვნელოვან რაოდენობას ზღვის ზოგიერთი წყალმცენარე შეიცავს და სწორედ ამ მცენარეებით ხდება იოდის სინთეზირება.

მცენარეების დიდი ნაწილისთვის იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტს არ წარმოადგენს, თუმცა, მისი არსებობა ყველა მცენარის ზრდა-განბითარების პროცესზე, ერთნაირად, დადებითად მოქმედებს: ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან, ხშირად ყვავილობენ და ნაკლებად ავადობენ.

თუ დავუჯერებთ ოთახის ყვავილების მოყვარულ ექსპერტებს, — იოდის სასუქზე, მცენარეებს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს როგორც ჯანმრთელი, ისე პრობლემების მქონე მცენარეები. შედეგები კი ასეთი იყო: ანთურიუმის პატრონმა, აღნიშნა რომ, მისი მცენარე, რომელსაც ფოთლები აღარ ჰქონდა და სიცოცხლის ნიშან-წყალს არ იძლეოდა, ფაქტიურად, მკვრეთით აღსდგა. ის მცენარეს კვირაში ერთხელ იოდის ხსნარით რწყავდა და 6 კვირის შემდეგ, ყვავილს ფოთლები გამოუვიდა, ხოლო 3 თვის შემდეგ, გაყვავებულ ბუჩქად გადაიქცა.

image

გლადიოლუსებს და ძაღლიპირებს ფოთლებიდან ჟანგი, ხოლო ქრიზანთემებს ფესვებიდან – მწერები მოსცილდა. კარგი შედეგი გამოიღო, ქოთნის ვარდების შემთხვევაში, ფქვილისებურ ნამთან ბრძოლისას.

როგორც გაირკვა, იოდი ყველა მცენარეს მოუხდა და მისი მოქმედება ყველაზე სწრაფად გერანიებზე (ბალბა) აისახა. იოდის ხსნარის 3-ჯერ გამოყენების შემდეგ, მას კოკრები გამოუვიდა და სულ მალე, მწვანე ფოთლები ულამაზესი ყვავილებით გადაიფარა.

imageიოდის სასუქის მოსამზადებლად აიღეთ 1, 5 ლ. ბოთლი > ჩაასხით 1 ლ. წყალი და დაუმატეთ 1 წვეთი იოდი > დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. საუკეთესო ვარიანტია, თუ წყალი წვიმის იქნება. ამ შემთხვევაში, მას უფრო ადვილად აითვისებენ მცენარეები.

სასუქის გამოყენება 10 დღეში ერთხელ შეიძლება და 1 ჯერზე (ქოთნის დიამეტრი 10-12 სმ), მხოლოდ 50 მლ. უნდა დაუსხათ, ქოთნის კიდესთან ახლოს (რომ ფესვები არ დაუზიანდეს). მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებთ, მცენარე უნდა მორწყათ, მშრალ გრუნტზე არ შეისლება.

imageრეკომენდაციები და შეზღუდვები
image

იოდის სასუქის გამოყენება მთელი წლის მანძილზე რეკომენდირებული არ არის. ჩვეულებრივ (თუ მცენარე სრულიად ჯანმრთელია), მისი მოხმარება, თებერვლის ბოლოდან არის რეკომენდირებული, ვიდრე ყვავილის კოკრებს გამოიტანს. სასუქი განსაკუთრებით სასარგებლო გაზაფხულზეა, რადგან ზამთრის დასვენების შემდეგ, მცენარეს აქტიური ზრდის პერიოდი უდგება.

კატეგორიულად არ შეიძლება იოდის სასქის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

I. თუ მცენარე ახლად არის გადარგული და ახალ გრუნტში მისი ფესვთა სისტემის შეგუების პერიოდი არ დასრულებულა.

II. აუცილებლად უნდა მოირწყას მცენარე ამ სასყქის გამოყენების წინ. მშრალ ნიადაგზე იოდის სასუქის დასხმა არ შეიძლება.

III. თუ მცენარე დასუსტებულია, მაშინ გაზაფხულამდე ლოდინი საჭირო არ არის და პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება იოდის სასუქის გამოყენება, როგორც სოკოს, ისე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად. იოდი ანტისეპტიკური პრეპარატების რიცხვს ეკუთვნის და მავნე მიკროორგანიზმებს მარტივად ამარხცებს.

IV. ყველაზე მნიშვნელოვანი, დადგენილი დოზების და სასუქის მოხმარების წესების სწორედ დაცვა არის. არ შეიძლება ამ სასუქის ჭარბი რაოდენობით მოხმარება.

თუ ყველაფერს სწორედ გააკეთებთ. შედეგიც არ დააყოვნებს და მცენარეები, თავიაანთი სილამაზით, ნამდვილად სიხარულს მოგანიჭებენ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

გერანი (ბალბა) მთელი წელი რომ ყვაოდეს… უმარტივესი საშუალება!

ნატურალური სასუქი და დამატებითი კვება ქოთნის იებისთვის

2
20652
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20652
  
2018, 24 აპრილი, 15:35
ინფორმაცია მოვიძიე. ზოგადად წერია, რომ ყველა მცენარეს უხდება, მაგრამ, კონკრეტულად ორქიდეებზე, არაფერია ნათქვამი. არც დადებითი და არს უარყოფითი.
2018, 24 აპრილი, 9:23
ამ სასუქით ორქიდეას მორწყვა თუ შეიძლება??
0 1 2