სხვა როდის და ვის მიერ დაიწყო საქართველოში ავტოკეფალური მოძრაობის აღმავლობა? დეტალები ისტორიიდან 2018, 21 აპრილი, 16:06 1819-1820 წლების გურია-იმერეთის აჯანყების, ე.წ "საეკლესიო ბუნტის" ჩახშობის შემდეგ, ქართული სამღვდელოება განუწყვეტლივ რეპრესიებს განიცდიდა. რეპრესიები განსაკუთრებით გაძლიერდა 1832 წლის შეთქმულების შემდეგ, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგები ბერი - ფილადელფოს კიკნაძე და სასულიერო წოდებიდან გამოსული სოლომონ დოდაშვილი იყვნენ.
უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ სამღვდელოებასა და მრევლს დიდი თავგანწირვით ქომაგობდნენ ქართველი მღვდელთმთავრები. მათ შორის გამოირჩეოდნენ ქართველი ეპისკოპოსები გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე და სხვები...
ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი პროფესორ ნიკოლოზ დურნოვოს გაბედულმა წერილებმაც. იგი სლავოფილი იყო და მიუღებლად მიაჩნდა რუსეთის მართლმადიდენლუერ ეკლესიაში პეტრე I-ის დროს გატარებული რეფორმები. სლავოფილებს სურდათ რუსეთის ეკლესიის სინოდალური წესის გაუქმება და პატრიარქობის აღდგენა. დურნოვო რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის გაუქმებასთან ერთად საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გაუქმებასაც ითხოვდა.
საქართველოში ავტოკეფალური მოძრაობის აღმავლობას გარკვეულწილად აფერხებდა ის გარემოება, რომ ქართველი სამღვდელოების რაღაც ნაწილი აშკარად არ გამოხატავდა თავის მხარდაჭერას ავტოკეფალიის აღდგენის იდეისადმი. თუმცა ქართველმა სამღვდელოებამ ხმა აიმაღლა ტფილისის სასულიერო სემინარიასა და სხვა სასულიერო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების გაუქმებისა და საქართველოს ისტორიის სწავლების აკრძალვის წინააღმდეგ.
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სამოღვაწეო ასპარეზზე გამივიდა მოღვაწეთა ახალი თაობა, რომლებმაც წამოაყენეს საქართველოს ეკლესიის აღდგენის იდეა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ: გიორგი საძაგლიშვილი, ლონგინოზ ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია და ა.შ... 44 2-ს მოსწონს
|