ისტორია მე-12 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 22 აპრილი, 15:17 1101 წლის ზაფხული - 1101 წლის ჯვაროსნული ომი. დიდმა სელჯუკურმა იმპერიამ, დანიშმენდებმა და ფატიმიდების ხალიფატმა დაამარცხა საფრანგეთის ინგლისისის სამეფოები, აპულას საჰერცოგო, ბიზანტიის იმპერია და არმენიის კილიკიური სამეფო. 1101 წ. - რამლას ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა ეგვიპტის ფატიმიდები. 1102 წ. - რამლას მეორე ბრძოლა. ფატიმიდების ეგვიპტემ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო. 1110 წ. - ჩოლას შეჭრა კალინგაში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა კალინგა. 1113 - 1115 წწ. - ბალეარიკის კუნძულების ექსპედიცია (ჯვაროსნული ომების ნაწილი). პიზას რესპუბლიკამ, კატალანურმა სამეფოებმა, პროვანსის საგრაფომ, ტორესის გიუდიკატომ და პაპალის სახელმწიფოებმა დაამარცხეს მაიორკას ტაიფა და ალმორავიდები. 1122 - 1124 წწ. - ვენეციური ჯვაროსნული ომი. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). ვენეციის რესპუბლიკამ, იერუსალიმის სამეფომ და ტრიპოლის საგრაფომ დაამარცხა ფატიმიდების ხალიფატი და სელჯუკები. 1125 - 1208 წწ. - იურხენის საბრძოლო კამპანია სონგის დინასტიის წინააღმდეგ. ჯინის დინასტიამ დაამარცხა სონგის დინასტია. 1127 - 1129 წწ. - ბიზანტიურ-უნგრული ომი. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა უნგრეთის სამეფო და სერბეთის დიდი სამთავრო. 1130 - 1240 წწ. - სამოქალაქო ომის პერიოდი ნორვეგიაში. ტახტის პრეტენდენტებმა დაამარცხეს არისტოკრატები. 1135 - 1154 წწ. - ანარქია. სტივენ ბლოელმა დაამარცხა იმპერატრიცა მატილდა და ჰენრი პლანტაგენეტი. 1144 - 1162 წწ. - ბაუსენქიუს ომები. ბარსელონას სამეფო სახლმა დაამარცხა ბაუქსის სახლი. 1145 - 1149 წწ. - მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა. რუმის სასულთნომ, ალმორავიდების დინასტიამ, ზენგიდის დინასტიამ, აბასიდების ხალიფატმა და ფატიმიდების ხალიფატმა დაამარცხა იერუსალიმის სამეფო, საფრანგეთის სამეფო, წმინდა რომის იმპერია, პორტუგალიის სამეფო, კასტილიის სამეფო, ბარსელონას საგრაფო, ლეონის სამეფო, ბიზანტიის იმპერია, სიცილიის სამეფო და ინგლისის სამეფო. 1147 - 1242 წწ. - ჩრდილოეთის ჯვაროსნული ლაშქრობები. დანიამ, შვედეთმა, ხმლით შეფიცულებმა და ტევტონურმა ორდენმა დაამარცხეს ესტონელები, ესელიელები, სემიგალიელები, კურონიელები, ლატგალიელები, სელონიელები, ლივონიელები, პრუსიელები და პოლაბიელი სლავები. 1156 წ. - ჰიოგენის აჯანყება. იმპერატორმა გო-შირაკავამ დაამარცხა იმპერატორი სუტოკუ. 1160 წ. - ჰეიჯის აჯანყება. ტაირას კლანმა დაამარცხა მინამოტოს კლანი. 1169 - 1175 წწ. - ნორმანების ლაშქრობა ირლანდიაში. ნორმანდიამ დაამარცხა ულსტერი, მაიდი, ლეინსტერი, მიუნსტერი და კონაქტი. 1169 - 1177 წწ. - პანდიანის სამოქალაქო ომი. პარაკრამა პანდიან მეორეს მხარდამჭერებმა და პოლონარუვას სამეფომ დაამარცხა კულასეხარას მომხრეები და ჩოლას დინასტია. 1171 - 1172 წწ. - ბიზანტიურ-ვენეციური ომი. ბიზანტიამ დაამარცხა ვენეცია. 1173 - 1174 წწ. - აჯანყება ინგლისში. ინგლისელმა როიალისტებმა დაამარცხეს ინგლისელი აჯანყებულები საფრანგეთის სამეფო, შოტლანდიის სამეფო, ფლანდერსის საგრაფო, ბოლონიის საგრაფო და ბრიტანიის საჰერცოგო. 1177 წ. - მონტგისარდის ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა აიუბიდების დინასტია. 1179 წ. - მარჯ აიუნის ბრძოლა. აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო და ტაძრელი რაინდები. 1179 წ. - იაკობს ფორდის ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო. 1180 - 1185 წწ. - გენპეის ომი. მინამოტოს კლანმა დაამარცხა ტაირას კლანი. 1182 წ. - ბელვუარის ციხე-სიმაგრის ომი. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა აიუბიდების დინასტია. 1183 წ. - ალ ფულეს ბრძოლა. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა აიუბიდების დინასტია. 1185 - 1204 წწ. - ასენის და პეტერის აჯანყება. ბულგარეთის იმპერიამ დაამარცხა 1187 წ. - კრესონის ბრძოლა. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო. 1187 წ. - ჰატინის ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო, ტრიპოლის საგრაფო და ანტიოქიის სამთავრო. 1189 - 1192 წწ. - მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა. იერუსალიმის სამეფომ, ინგლისის სამეფომ, საფრანგეთის სამეფომ, წმინდა რომის იმპერია, ტაძრელმა რაინდებმა და სიცილიის სამეფომ დაამარცხეს აიუბიდების დინასტია, ზენგიდების დინასტია და ბიზანტიის იმპერია. 1191 წ. - კვიპროსის დაპყრობა. ინგლისის სამეფომ დაამარცხა კვიპროსის მმართველი ისააკ კომნენოსი. 1197 - 1198 წწ. - ჯვაროსნული ლაშქრობა 1197 წლისა. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა აიუბიდების დინასტია. 1198 - 1290 წწ. - ლივონიური ჯვაროსნული ომი. ხმლით შეფიცულებმა, ლივონიურმა ორდენმა, დანიის სამეფომ და შვედეთის სამეფომ დაამარცხა ფინი-უგარიკული ხალხები: ლივონიელები, ესტონელები და ესელიელები, ასევე ბალტიური ხალხები: ლატგენიელები, სელონიელები, კურონიელები და სემიგალიელები. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 398 3-ს მოსწონს 1-ს არა
|