საზოგადოება სიღნაღში მეუღლის მიერ ნაცემი 27 წლის ქალი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა 2018, 20 აპრილი, 15:29 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ე.წ. ჭოტორის დასახლებაში წუხელ მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 27 წლის ქალი გახდა. თვითმხილველების მონათხრობით, ქალი მოძალადეს გვიან ღამით მეზობელ ეზოებში ემალებოდა, თუმცა მან სხეულის სხვადასხვა დაზიანებების მიყენება მაინც მოასწრო. ადგილობრივების განმარტებით, ეს ამ ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თბილისში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო ეკიპაჟიც. როგორც სოფელ ნუკრიანში ამბობენ, მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.. 467 შეფასება არ არის
|