x
image
რუსო ჩარექიშვილი
როდის და რატომ დაიწყო აჯანყება ხევსურეთში? ცნობები ისტორიიდან

1922 წლის გაზაფხული ქართველი გენერლების, ოფიცრებისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა დაპატიმრებით აღნიშნა საოკუპაციო ხელისუფლებამ. აპრილში დააპატიმრეს "სამხედრო ცენტრის" წევრი გენერალი- ვარდენ წულუკიძე, მაისში კი პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი. 1922 წლის მაისის დამდეგს ვარდენ წულუკიძე გაანთავისუფლეს და "სამხედრო ცენტრმაც" დაიწყო მზადება აჯანყებისათვის.image

1922 წელს სტამბულიდან პარიზში ჩავიდა საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი წევრი ნოე ხომერიკი. მან დააყენა საკითხი, საერთო სახალხო აჯანყების შესახებ. ამ დროს აჯანყება დაიწყო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. აჯანყების მეთაურებს ასეთი გეგმა ჰქონდათ: როგორც კი რუსეთის ჯარი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან შესაბრძოლებლად დუშეთისაკენ გაეშურებოდა მაშინვე მათ ზურგიდან ქართველთა რაზმი თავს დაესხმებოდა მიხეილ ლაშქარიშვილი, მტრის განადგურების შემდეგ გამარჯვებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინამძღოლობით თბილისის ასაღებად დაიძვრებოდა. image

1922 წელს ვარდენ წულუკიძის ხელშეწყობით გორის მაზრაში ჩამოყალიბდა პარტიზნული რაზმი გიორგი გვერდწითელის მეთაურობით, რომელიც შემდგომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუერთდა. სოფელ მაღაროსკარში გაიმართა დიდი ბრძოლა, რის შემდეგაც ქაქუცა ხევსურეთისაკენ გაემართა, რუსეთის ჯარი შეტევაზე გადავიდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი ალყაში მოაქცია. ქაქუცამ გააფთრებული იერიშით ალყა გაარღვია და კახეთისაკენ დაიძრა. ოკუპანტებმა ხევსურეთი და იქაური სოფლები სასტიკად ააოხრეს. აჯანყება დამარცხდა. 1922 წელს ფაქტობრივად მოქმედება შეწყვიტა "სამხედრო ცენტრმა".

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0