საზოგადოებრივი მე-7 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 16 აპრილი, 20:28 ![]() 600 - 793 წწ. - ფრისიულ-ფრენკიული ომები. ფრანკიულმა იმპერიამ დაამარცხა ფრისიის სამეფო. 602 წ. - სუისა და ყოფილი ლის ომი. სუის დინასტიამ დაამარცხა ადრეული ლის დინასტია. ![]() 602 - 628 წწ. - ბიზანტიურ-სასანიდური ომი. ![]() 613 - 628 წწ. - სუოდან თანგზე გადასვლა (ტრანზიცია) 614 - 628 წწ. - ებრაელების აჯანყება ჰერაკლიუსის წინააღმდეგ. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა სასანიდური იმპერია და ებრაელი აჯანყებულები. ![]() 619 წ. - მეორე სპარსულ-თურქული ომი. ![]() 622 - 630 წწ. - მუსლიმ-ქურაიშის ომი. მუსლიმებმა დაამარცხეს ქურაიშის ტომი. ![]() 627 - 629 წწ. - მესამე სპარსულ-თურქული ომი. 627 წ. - პირველი კარაკოლ-ნარანჯოს ომი. კარაკოლმა დაამარცხა ნარანჯო. 628 წ. - მეორე კარაკოლ-ნარანჯოს ომი. კარაკოლმა კვლავ სძლია ნარანჯოს. 629 - 630 წწ. - თანგის კამპანია აღმოსავლეთ თურქების წინააღმდეგ. თანგის დინასტიამ დაამარცხა არმოსავლეთ თურქული ხაგანატი. ![]() 630 წ. - ჰუნაინის ბრძოლა. მუსლიმებმა დაქურაიშის ტომმა დაამარცხეს ჰავაზინი და თაქიფი. 631 წ. - ვოგასტისბურგის ბრძოლა. სამოს იმპერიამ დაამარცხა ფრანკია. 631 წ. - მეორე ვარსკვლავური ომი ანუ მესამე კარაკოლ-ნარანჯოს ომი. კარაკოლმა ისევ დაამარცხა ნარანჯო. 632 - 633 წწ. - რიდას ომები. 633 - 644 წწ. - მუსლიმების მიერ სპარსეთის დაპყრობა. რაშიდუნის ხალიფატმა დაამარცხა სასანიდების იმპერია და არაბი ქრისტიანები. ![]() 634 - 638 წწ. - მუსლიმების მიერ ლევანტის დაპყრობა. რაშიდუნის ხალიფატმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და ღასანიდები. ![]() 634 - 635 წწ. - იმპერატორ თიაზონგის კამპანია ტუიუჰუნის წინააღმდეგ.თანგის დინასტიამ დაამარცხა ტუიუჰუნი. 636 წ. - მესამე ვარსკვლავური ომი ანუ მეოთხე კარაკოლ-ნარანჯოს ომი. კარაკოლმა მეოთხედაც დაამარცხა ნარანჯო. 637 - 709 წწ. - მუსლიმების მიერ მაღრიბის დაპყრობა. რაშიდუნის ხალიფატმა და უმაიდების ხალიფატმა დაამარცხეს ბიზანტიის იმპერია და ბერბერები. ![]() 638 წ. - ტიბეტელების შეტევა სონგჭოუზე. თანგის დინასტიამ დაამარცხა ტიბეტის იმპერია. 639 - 642 წწ. - მუსლიმების მიერ ეგვიპტის დაპყრობა. რაშიდუნის ხალიფატმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერია. ![]() 640 - 657 წწ. - თანგის კამპანია დასავლეთ თურქების წინააღმდეგ. თანგის დინასტიამ დაამარცხა დასავლეთ თურქების ხაგანატი. 640 - 648 წ. - თანგის დინასტიის კამპანია ოაზისის სახელმწიფოების წინააღმდეგ. თანგის დინასტიამ დაამარცხა თარიმის აუზის ქვეყნები. 640 წ. - თანგის დინასტიის კამპანია ყარახოჯას წინააღმდეგ. თანგის დინასტიამ დაამარცხა გაოჩანგი. 644 წ. - მეოთხე ვარსკვლავური ომი. ტორტუგუერომ დაამარცხა მოწინაარმდეგე, რომლის სახელიც არაა ცნობილი. 644 წ. - რასილის ბრძოლა. რაშიდუნის ხალიფატმა დაამარცხა რანის დინასტია. 644 - 648 წწ. - თანგის კამპანია კარასაჰრის წინააღმდეგ. (ნაწილი ომებისა, როდესაც თანგი იბრძოდა დას. თურქების ხაგანატის წინააღმდეგ). თანგის დინასტიამ დაამარცხა კარასაჰრი. 644 - 668 წწ. - გოგურიეო-თანგის ომი. თანგის დინასტიამ და სილლამ დაამარცხეს გოგურიეო, ბეკიე და მოჰე. 645 - 646 წ. - იმპერატორ თაიზონგის კამპანია ქსუეიანტუოს წინააღმდეგ. თანგის დინასტიამ დაამარცხა ქსუეიანტუო. 648 წ. - თანგის კამპანია კუჩას წინააღმდეგ (დას. თურქების წინააღმდეგ ომების ნაწილი). თანგის დინასტიამ დაამარცხა კუჩა. 650 - 695 წწ. - მეორე ტიკალ-კალაკმულის ომი. ტიკალმა დაამარცხა კალაკმული. ![]() 656 - 661 წწ. - პირველი ფიტნა. იაშას ჯარებმა, მუავიიას ჯარებმა და ხარიჯიტებმა დაამარცხეს რაშიდუის ხალიფატი. 657 წ. - დასავლეთ თურქების დაპყრობა. თანგის დინასტიამ დაიპყრო დასავლეთ თურქების ხაგანატი. 660 - 663 წწ. - ბეკიე-თანგის ომი. თანგმა და სილლამ დაამარცხეს ბეკიე, იამატო და გოგურიეო. 670 - 676 წწ. - სილა-თანგის ომები. სილამ, ყოფილი გოგურიეოს ჯარებმა და ყოფილი ბეკიეს ჯარებმა დაამარცხეს თანგი. 672 წ. - ჯინშინის ომი. 672 წ. - მეექვსე ვარსკვლავური ომი. პალენკვემ დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომლის სახელიც არ შემოინახა ისტორიამ. ![]() 672 წ. - ნუუნ ოიოლ ჩააკის ლაშქრობა დოს პილასის წინააღმდეგ. ტიკალმა დაამარცა დოს პილასი. 673 - 751 წწ. - მუსლიმების მიერ ტრანსოქსიანას დაპყრობა. უმაიდების ხალიფატმა და აბასიდების ხალიფატმა დაამარცხეს თოხარისტანი, სოგდიანა, ხვარაზმი, ფერგანა, თურგეშის ხაგანატი და თანგის დინასტია. ![]() 677 წ. - მერვე ვარსკვლავური ომი. ლა კორონამ დაამარცხა ტიკალი. 677 - 679 წწ. - ნუუნ უიოლ ჩააკის წინააღმდეგ ომი. კალაკმულმა და დოს პილასმა დაამარცხეს ტიკალი. 680 წ. - მეცხრე ვარსკვლავური ომი (მეხუთე კარაკოლ-ნარანჯოს ომი) - ნარანჯომ დაამარცხა კარაკოლი. 680 - 1355 წწ. - ბიზანტიურ-ბულგარული ომები. ![]() 680 - 692 წწ. - მეორე ფიტნა. უმაიდის ხალიფატმა დაამარცხა ზუბაირიდები და ალიდები. 687 - 711 წწ. - პალენკვე-ტონინას ომები. ტონინამ დაამარცხა პალენკვე. 695 წ. - ჯასაუ ჩან კავიილ პირველის კამპანია კალაკმულის წინააღმდეგ. ტიკალმა დაამარცხა კალაკმული. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 156 2-ს მოსწონს
|