სხვა პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ მწყრის კვერცხებს 2018, 16 აპრილი, 8:09 რა არის მასში არაჩვეულებრივი? ვისთვის მოაქვს სარგებლობა? რატომ აჭმევენ იაპონიაში მოსწავლეებს ყოველ დღე 2 ცალ მწყრის კვერცხს?მწყრის კვერცხში არსებული სასარგებლო ნივთიერებების სიმდიდრის გამო მას აძლევენ პატარა ბავშვებს; ფეხმძიმე ქალებს; ახალ ნაავადმყოფარ, დასუსტებულ ადამიანებს; და რა თქმა უნდა მათ, ვინც მიისწრაფვის შეინარჩუნოს საკუთარი ჯანმრთელობა.
მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მწყრის კვერცხი ფლობს ანტიბაქტერიულ, იმუნომოდელირებით, სიმსივნისსაწინააღმდეგო თვისებებს.
ამ ცხრილში თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ რა განსხვავებაა ქათმის კვერცხს და მწყრის კვერცხს შორის:
რა სარგებლობა მოაქვს მწყრის კვერცხის რეგულარულად მიღებას ჯანმრთელობისთვის?მიკრო და მაკრო ელემენტების და ვიტამინების ჯგუფის მდიდარი შემადგენლობის გამო ეს პროდუქტი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას.
თუ თქვენ გაქვთ ქვები თირკმელებში ან საშარდე ბუშტში, დაიწყეთ მწყრის კვერცხის მიღება, ის დაგეხმარებათ მის დაშლაში და ორგანიზმიდან გამოდევნაში.
მწყრის კვერცხში არსებული D, А და В6 (პირიდოქსინი) ვიტამინები, ასევე სელენი და თუთია ამაგრებს იმუნურ სისტემას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში რადიაციული ფონის დონე ზოგადად აწეულია.
ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის დროს რადიაციულ ზონაში მოხვედრილი ბავშვების კვების რაციონში მწყრის კვერცხი შეიტანეს. დროის გარკვეულ მონაკვეთში მათი საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდა, აიწია ჰემოგლობინის დონე, ნორმაში ჩადგა როე, გაუქრათ თავის ტკივილი, სისუსტე. სისხლის ბიოქიმიურმა ანალიზმა ნორმიდან გადახრა არ აჩვენა.
კიდევ რა დაავადებებს „კურნავს“ მწყრის კვერცხი:
– ვეგეტატიურ სისხლძარღვთა დისტონია და ქრონიკული ქოლეცისტიტი,
– სიმსუქნე და უნაყოფობა,
– ეპილეფსია და ათეროსკლეროზი,
– რახიტი და დისტროფია,
– ტუბერკულიოზი და კანის სხვადასხვა დაავადებები.
და ეს ყველაფერი როდია!
ითვლება, რომ მწყრის კვერცხში არსებულ ნივთიერება ლიზოციმს შეუძლია დაშალოს კიბოს უჯრედები, ამიტომ, თუ რეგულარულად მიიღებთ ამ პროდუქტს, ამით ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულების რისკს შეამცირებთ. ეს ნივთიერება, ლიზოციმი, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორას. და ამის გარდა საშუალებას იძლევა დიდხანს შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზეც კი. ასაკოვან ადამიანებში კი მწყრის კვერცხი ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ფრჩხილებს, აუმჯობესებს სმენას და მხედველობას, ამცირებს სახსრების ტკივილს, იცავს მათ ნაადრევი დაბერებისგან. ყველა ეს შესანიშნავი ეფექტი კი პირველ რიგში ხდება მასში არსებული კალცის და А ვიტამინის წყალობით. იხილეთ ვიდეო : მწყრის კვერცხის ნაჭუჭით მკურნალობარა სარგებლობა მოაქვს მწყრის კვერცხებს მამაკაცებისთვის
ეს საოცარი პროდუქტი დადებით ზემოქმედებას ახდენს პროსტატის ჯირკვალზე. ის ახდენს პროსტატის ადენომას პროფლილაქტიკას და გამოყებული შეიძლება იქნას მის სამკურნალოდ.
ფოსფორის წყალობით, მწყრის კვერცხი ასევე წარმოადგენს პოტენციის სტიმულატორს. ბულგარელი მეცნიერების აზრით, ის ეფექტურობის მხრივ ვიაგრაზე უფრო შედეგიანია.
საინტერესოა? მაშინ ისარგებლეთ გერმანელი მამაკაცების რეცეპტით: მოამზადეთ კაკლის უღლის და არყის ნაყენი. დალიეთ მწყრის ოთხი კვერცხი უზმოზე და მიაყოლეთ 1 სუფრის კოვზი ნაყენი. . ( შენიშვნის სახით: თუ მამაკაცი სასმელის და ნარკოტიკის მომხმარებელია და უყვარს ცხიმიანი საჭმელები და განსაკუთრებით ლუდი...... მწყრის კვერცხიც კი ვერ დაეხმარება ). მწყრის კვერცხები ქალებისთვისამ პროდუქტის რეგულარული მიღება ორგანიზმს ამდიდრებს Е ვიტამინით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ მასტოპატია არ წარმოიქმნება.
მასში არსებული კალცის გამო, ორსულობისას კვერცხი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი თმები და კბილები. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ორსულობას იოლად გადაიტანთ, თავს აარიდებთ ტოქსიკოზს და ყველაფერი ეს იმის წყალობით, რომ მოცემული პროდუქტი ნორმაში მოიყვანს კუჭის მჟავიანობას და გაწმენდს ორგანიზმს. მწყრის კვერცხის ყოველდღიური გამოყენება იმითაც არის სასარგებლო, რომ მცირდება ორსულობის შეწყვეტის რისკი. მეძუძური დედისთვის კი მნიშვნელოვანია რძის რაოდენობა და ხარისხი. ამ ორ მნიშვნელოვან ამოცანას მწყრის კვერცხი გადაჭრის სასარგებლო ნივთიერებების უნიკალური შემადგენლობით. განსაკუთრებით - ცილით.
მწყრის კვერცხი ბავშვებისთვისამ პროდუქტის რეგულარული გამოყენებისას იზრდება ფიზიკური აქტიურობა, უმჯობესდება მახსოვრობა და გამჭრიახობა, ნერვული სისტემა და მხედველობა.
ყველაფერი ეს თქვენს ბავშვებს დაეხმარება იოლად აითვისონ სკოლის საგნები. შესაბამისად, ბავშვები უკეთესად განვითარდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.
თუ თქვენი შვილი ხშირად ავადდება რესპირატორული დაავადებებით, ჩართეთ მწყრის კვერცხი ყოველდღიურ რაციონში. ამგვარად თქვენ შეძლებთ 5-ჯერ და შესაძლოა მეტჯერაც შეამციროთ ამ დაავადებების სიხშირე. თუ ბავშვი უკვე დაავადდა რესპირატორული დაავადებით, მაშინ ის გაცილებით მსუბუქი ფორმით გამოვლინდება. აი რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია მწყრის კვერცხის გამოყენებას! მიუხედავად ამისა ისმის კითხვა პროდუქტის პოტენციურ უარყოფით მოვლენებზე. გავიგოთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია მას. იმდენად რამდენადაც პროდუქტების უმრავლესობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. იხილეთ ვიდეო: შეიძლება თუ არა უმად მივირთვათ მწყრის კვერცხი?
მწყრის კვერცხის უარყოფითი მხარე, შენახვის პირობები და არჩევის წესინათქვამი იყო, რომ მოცემული პროდუქტი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს _ მაგრამ კვერცხის გადაჭარბებული მოხმარება არ შეიძლება. საკმარისია დღეში ხუთი ცალი მხოლოდ. ასეთივე რაოდენობით უნდა მიიღონ მათ, ვისაც აქვთ თირკმლის პრობლემა და ათეროსკლეროზი. თუმცა, რა თქმა უნდა დიდი დოზით მიღება ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს აწყენს, ამიტომ მას ზედმეტი ფანატიზმის გარეშე მოეპყარით.
ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ვადას.მწყრის კვერცხი სამი თვე შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს 10 გრადუს ცელსიუსზე. ასეთ ტემპერატურაზე ისინი მთლიანად ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. შენახვის პირობებს ვერ გააკონტროლებთ სუპერმარკეტებში, ამიტომ ყიდვისას შეიძინეთ მინიმუმ 20 დღიანი ვადის მქონე პროდუქტი.
შეამოწმებთ რა კვერცხის ვადას, არ მოგერიდოთ და გახსენით კოლოფი- კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს გატეხილი და არ უნდა პრიალებდეს. სავარაუდოდ ის უკვე გაფუჭებულია! აიღეთ კვერცხი და შეამოწმეთ წონა. მწყრის ახალი კვერცხის საშუალო წონა არის 12 გრ. ძველი კვერცხი უფრო მსუბუქია _ ის შრება შიგნიდან. და კიდევ: გარყევისას კვერცხში არაფერი ისმინება, რადგან კვერცხის გული არ იძვრის ადგილიდან. თუ ხმას გაიგონებთ გარყევისას _ მაშინ ის ძველი და გაფუჭებულია. სახლის პირობებში შეამოწმეთ ასე _ ჩააგდეთ კვეცხი წყლიან ჭურჭელში. თუ კვერცხი ამოტივტივდა, ის ძველია ან გატეხილი აქვს ნაჭუჭი. რამდენი კვერცხი უნდა ვჭამოთ და რამდენხანს უნდა ვხარშოთ?1. თვეების ბავშვს უნდა მივცეთ მწყრის კვერცხის გულის ნახევარი. 2. ერთი წლიდან სამ წლამდე შეგიძლიათ მისცეთ 1 კვერცხი დღეში. 3. სამი წლიდან ათ წლამდე ბავშვებს _ 2-3 ცალი დღეში. 4. ოთხი წლიდან 18 წლამდე _ არა უმეტეს ოთხი ცალისა დღეში. 5. 18 -50 წლამდე _ დღეში ექვს ცალამდე.
6. 50 წლის ზემოთ _ არა უმეტეს ოთხი ცალისა დღეში. 7. მწყრის კვერცხის მიღება სამი წლიდან შეიძლება დაიწყოს. უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და აოლებთ წყალს ან წვენს. თუ თქვენ მწყრის კვერცხს იყენებთ მკურნალობის მიზნით, მაშინ უკვე 15 – 20 დღის შემდეგ იგრძნობთ შედეგს. მაქსიმალურად შედეგს კი თქვენი ორგანიზმი ყიველდღური გამოყენების სამი- ოთხი თვის შემდეგ იგრძნობს.
|
|