x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბევრი რაკეტა და ნაკლები მსხვერპლი-რა არის ცნობილი სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შესახებ?
imageკოალიციურმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს დამასკოში და პროვიცია ჰომსში, სირიის არმიის ზარალი დასათვლელია, თუმცა როგორც ჩანს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემასთან შეჯახება არ ყოფილა.


ამჟამინდელი დარტყმა უფრო მასირებული იყო, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც ამერიკელებმა სირიის შაირათის ავიაბაზაზე 59 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ამჟამად აშშ ამტკიცებს, რომ რაკეტების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო.

ამასთან ერთად რუსული გენშტაბი და სირიული მხარე აღნიშნავს, რომ კოალიციის სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არის სულ სამი დაჭრილი.

თუმცა სხვა შეფასებით სირიაში დაიღუპა 16 ადამიანი, აქედან 7 სამხედროა და 9 მშვიდობიანი მოქალაქე.




პარასკევს ღამის 4 საათზე(დამასკოს დროით) პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.


გუშინ პენტაგონში გაიმართა ბრიფინგი, სადაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა კენეტ მაკენზიმ ჩამოთვალა სამი სამიზნე, რომელსაც "უზუსტესი, თავზარდამცემი და ეფექტური" უწოდა.


1-დამასკის მახლობლად ბარზახის ქიმური იარაღის კვლევით ცენტრზე შეტევა მოხდა 76 რაკეტით, აქედან 57 Tomahawk -ი.მიზანი განადგურებულია.



2-ქიმური იარაღის საწყობი ხიმ შინშარში, განადგურდა 22 რაკეტით, რომელიც აშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ იყო გაშვებული.


3-ქიმიური იარაღის ბუნკერი ხიმ შინშარში "სკაუტის" 7 რაკეტით ასევე წარმატებით იქნა განადგურებული.


მან აგრეთვე ისიც აღნიშნა, რომ ვერცერთი თვითმფრინავი და რაკეტა ჰაესაწინააღმდეგო სისტემამ ვერ დაიჭირა და ყველა თვითმფრინავი მშვიდობიანად დაბრუნდა ბაზაში.

ცეცხლის ქვეშ მოყვა აგრეთვე სირიის რესპუბლიკური გვარდიის შტაბი, დამასკოს მეზას აეროპორტი და ად-დიუმეირის აეროპორტში აღმოსავლეთ გუტეში.

image

ფოტოზე: რაკეტით განადგურებული კვლევითი ცენტრი დამასკოში


ოპერაციაში მონაწილეობდა ამერიკული ბომბდამშენი B-1, ბრიტანული "ტორნადო", ფრანგული "მირაჟი" და "რაფაელი".

image

თავის მხრივ სულ სხვა მონაცემებს გადმოსცემს რუსული მხარე:ფრთოსანი და კლასი "ჰაერი-მიწა" რაკეტების უმეტესობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემას აღმოაჩინა და ჰაერშივე გაანადგურა.ეს არის ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოშვებული საბჭოთა ტექნიკა, რომელიც სირიის შეიარაღებას გააჩნია: С-125, С-200, "Бук"' და"Квадрат"-ი.


რუსეთის გენშტაბი ამტკიცებს, რომ 103 გაშვებული რაკეტიდან 71 ჰაერშივე განადგურდა, მათ შორის ყველა ის 12 რაკეტა, რომელიც დუმეირის ავიაბაზას ესროლეს.

image

ფოტოზე:რუსების განადგურებული Tomahawk -ი.


ეს არის ორი საპირისპირო მხარის მონაცემები.როგორც BBC იუწყება, გაშვებული, მიზანს მოხვედრილი თუ ჩამოგდებული რაკეტების ზუსტი ობიექტური რაოდენობა დამოუკიდებელი წყაროდან ჯერჯერობით არ შემოსულა.


image

იხილეთ აგრეთვე

image


1
146
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
146
  
2018, 16 აპრილი, 1:14
ბევრი რაკეტები კი არა ბევრი რაკეტა.სირცხვილია ხალხნო...
0 1 1