x
image
ლურჯი თოლია
მავნეა თუ არა საღებავები, რომლებსაც საკვებში იყენებენ?

image

საკვები დანამატები არის სურსათში დამატებული ისეთი ნივთიერებები, რომელთაც, როგორც წესი, კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ, მაგრამ სურსათს სხვა მიმზიდველ თვისებებს ანიჭებენ: ფერს, გემოს, სუნს, კონსისტენციას, და ა.შ.

საღებავები - მათი საშუალებით პროდუქტი ინარჩუნებს სასურველ ფერს.

საკვები საღებავები გამოიყენება ჩვენი ბუნებრივი ინსტინქტების ექსპლუატაციის გზით, რადგან ადამიანები ფსიქოლოგიურად ფერს სიმწიფეს უკავშირებენ და ეს აქეზებს შეიძინონ უფრო ხასხასა ფერის პროდუქტი. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მკაფიო წითელ ვაშლებს, ყველაზე მწვანე სალათას და მუქ იასამნისფერ კენკროვნებს, რადგან ასე ვცნობთ ყველაზე სასარგებლო და ჭამისთვის ვარგის საკვებს.

ბუნებრივ საღებავებს შორის შეგვიძლია გამოვიყენოთ:

მწვანე ჩაი მწვანე ფერისთვის,

ჭარხალი, ან ზოგერთი კენკროვანის წვენი ლამაზი წითელი და მეწამული ფერების მისაღებად,

კაკაო ყავისფერისთვის და

კომბოსტო ცისფერის მისაღებად.

ხელოვნური საღებავებით ამუშავებენ :

კანფეტებს, წვენებს, ფუნთუშებს, ვაფლს, ტომატის წვენს, ორცხობილებს, სოუსს, ყველს, იოგურტს, ნაყინს, დამწნილებულ წიწაკებს და სხვა.

დღეს რიგი ქვეყნების კანონმდებლობით საკვები საღებავების გამოყენება რძეში, ხორცში, პურში, ფქვილში, ასევე ბავშვთა და დიეტური კვების სპეციალურ პროდუქტებში დაუშვებელია.

არსებობენ არა მარტო საზიანო ან უსაფრთხო, არამედ სასარგებლო საღებავები:

საღებავი Е-163 – ყურძნის კანის ანტოციანია. ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ სხეულის უჯრედებს.

საქართველოში აკრძალულ 5 საკვებდანამატებს შორის ორი საღებავია:
E121 ციტრუსის წითელი საღებავი და E123 წითელი ამარანტი .

სადღეისოდ ევროკავშირში ფიქრობენ ხელოვნური საღებავების სრულ აკრძალვაზე.

0
110
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0