სხვა 19 ქვეყანაში გამოიკვლიეს 600 000-ზე მეტი ადამიანი: დღეში 1 ჭიქა ალკოჰოლი სიცოცხლეს ამცირებს! 2018, 19 აპრილი, 20:04 ინგლისი მსოფლიოდ ცნობილ კემრიჯის უნივერსიტეტმა ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის თანახმადაც, დადგინდა რომ დღეში 1 ჭიქა ალკოჰოლი საკმაოდ საზიანოა ორგანიზმისთვის. იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვავენ ალკოჰოლურ სასმელებს, მსმელები უფრო ცოტა ხანს ცოცხლობენ! კვლევაში მონაწილეობა მიიღო 600 000 -ზე მეტ ადამიანმა მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. ადამიანები, რომლებიც კვირაში 5-10 ჭიქა ალკოჰოლს იღებენ, არამსმელებთან შედარებით სიცოცხლე 6 თვით უმცირდებათ. კვლევა ჩატარდა 19 ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღო 600 000-ზე მეტ ადამიანმა BBC -ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 19 ქვეყანაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 600 000 -ზე მეტ ადამიანმა. მონაწილეები 40 წელს გადაცილებული პირები იყვნენ. ამ ასაკის ზევით შედარება იქნა გაკეთებული მსმელბს და არამსმელებს შორის, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, არამსმელები ბევრად დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე მსმელები (გასათვალისწინებელია ასაკი) მაქსიმუმ კვირაში 5 ჭიქა ლუდი ან 5 ჭიქა ღვინო კვლევის თანახმად დადგინდა ალკოჰოლური სასმელის მიღების ზღვარი, რომელიც სიცოცხლის რისკის ქვეშ არ დააგდებს. ზღვარის მაქსიმუმი არის კვირაში 5 ჭიქა ლუდი ან კიდევ 5 ჭიქა შავი ღვინო - რეკომენდებულია კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ. კვლევის ანგარიშის თანახმად... კვირაში 5 ჭიქა ალკოჰოლი - ინსულტის რისკს 14% -ით, ფატალურ ჰიპერტონიის რისკს 24% -ით, გულის უკმარისობის რისკს 9% -ით და აორტის ანევრიზმის რისკს 15% ით ზრდის. "დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ორგანიზმისთვის სასარგებლოა" - ეს თეზისი წარსულს ჩაბარდა! გასულ წლებში, ამ დარგში ჩატარდა უამრავი კვლევა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ორგანიზმისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალ კვლევებმა ყველაფერი საპირისპიროდ დაამტკიცა. 600 000 ადამიანიდან, დაახლოებით 150 000 სვავს წითელ ღვინოს და ყველა დაავდებულია ალკოჰოლური სასმელებიდან გამოწვეულ დაავადებებით. "ალკოჰოლს ორგანიზმისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს" შეფილდის უნივერსიტეტიდან პროფესორ ტიმ ჩიკომ კვლევის შემდეგ პრესასთან საუბრისას: "მოსალოდნელი იყო, თუმცა ნამეტანი უსარგებლო ყოფილა! ალკოჰოლს ორგანიზმისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს" 2016 წლიდან, დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლურ სასმელების მიღებასთან დაკავშირებით ახალი წესები იქნა მიღებული მკვლევარების განცხადებით, ინგლისში ნამდვილად არის დაწესებული ალკოჰოლურ სასმელებზე შეზღუდვა. როგორც გაირკვა, 2016 წლიდან დაწესებულ შეზღუდვის თანახმად, ინგლისში ერთ ადამიანს არ აქვს კვირაში 6 ჭიქა ლუდზე მეტის დალევის უფლება (რათქმაუნდა ექიმების რჩევებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლია "გასკდომამდე დალევა"). შეზღუდვები დაწესდა ასევე სხვა ქვეყნებშიც.... ალკოჰოლურ სასმელების მიღებასთან დაკავშირებით შეზღუდვები მსოფლიოს სხვა მონიწავე ქვეყნებშიც დაწესებულ იქნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში შეზღუდვა 2 ჯერ უფრო გაიზარდა, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში დაწესდა 50% უფრო მეტი, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. წესებით სარგებლობს რათქმაუნდა მხოლოდ უმცირესობა, თუმცა ალკოჰოლით გარდაცვლილთა რაოდენობას უმრავლესობა წარმოადგენს... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. ფეხბურთის ვარსკვლავების ულამაზესი მეუღლეების ტოპ 15! 2. ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის დაიღუპა 3. პატარა ნახვრეტი ყურთან - რას ნიშნავს იგი და რატომ ჩნდება? 4. 4 დაუჯერებელი დამთხვევა, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა 5. 10 ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცების დეფიციტს განიცდიან 6. მეცნიერებმა ამაზონის ტყეში 9 ახალი სახეობა აღმოაჩინეს 7. რატომ უნდა გავატაროთ ზაფხულის "შვებულება" კვიპროსში? - 7 დამადასტურებელი მიზეზი 340 12-ს მოსწონს 1-ს არა |
92 წლის ასაკში გარდაიცვალა...
პ.ს
არაყს ძალითაც ვერ დაალევინებდი, მხოლოდ თეთრი ღვინო...
:)