საზოგადოება სასარგებლო რჩევები,რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ 2018, 13 აპრილი, 22:44 1)თუ თქვენი კოსმეტიკა უაზროდ არის მიმოფანტული, ხილის ვაზა შესანიშნავი გამოსავალია, -წესრიგი და სილამაზე ერთად აღებული სახეზეა.
![]() 2)თუ გასაღებები ერთმანეთში გერევათ, მარტივი რჩევა:შეგიძლიათ სხვადასხვა ფერში გადაღებოთ. ![]() 3)თუ გინდათ ჭურჭლიდან დასხმის დროს სითხე არ დაგეღვაროთ, თავსახუფის ყელზე დაადეთ სუშის ჯოხი, ავტოკალამი ან მსგავსი ნივთი. ![]() 4)ნივრის სუნს მალე მოიშორებთ თუ ხელს წყლის ჭავლის ქვეშ უჟანგავი ფოლადის კოვზით გაიხეხავთ. ![]() 5)ყავის მარცვალი შესანიშნავ დეკორატიულ ელემენტადაც შეიძლება გამოდგეს. ![]() 6)თმის უთოთი შესაძლებელია ხალათის საყელოს გასწორება. ![]() 7)თუ გინდათ, რომ ერბოკვერცხს იდეალურად მრგვალი ფორმა ჰქონდეს, ამისთვის შეგიძლიათ გამოყენოთ ხახვის რკალი. ![]() 8)მობილურის ფანარს თუ ბოთლის ქვეშ დადებთ უფრო ეფექტურ განათებას მიიღებთ. ![]() 9)როგორც იცით კაბელი ყველაზე ხშირად თავში ფუჭდება, თუ გადაბმის ადგილას ავტოკალმის ზამბარას დაუყენებთ, კაბელი ბევრად უფრო დიდხანს მოგემსახურებათ. ![]() 10)წვრილი ლურსმნის დაჭედების დროს გამოიყენეთ სარეცხის სარჭი, არც თითში ჩაირტყავთ ჩაქუჩს და ლურსმანსაც უფრო გამართულად ჩაარჭობთ. ![]() 11)სუპის ან ბულიონის ხარშვის დროს ქვაბის თავზე დადეთ ხის კოვზი.აღარ გადმოვა და დაიღვრება. ![]() 12)გაცხელებული ნოუთბუქის ქვეშ დადგით კვერცხის ჩასა ლაგებელი, ცირკულაცია გარანტირებულია და ტექნიკაც ნელ-ნელა ისევ გაგრილდება. ![]() 13)ვენტილატორს სველ ხელსახოცებს თუ დაუფენთ ოთახში სასიამოვნო არომატი დადგება. ![]() 14)ხახვის დაჭრის დროს თუ საღეჭ რეზინს დაღეჭავთ არავითარი თვალების წვა და ცრემლდენა აღარ გემუქრებათ. ![]() 15)პლაჟზე მზის დამცავი მალამოს ცარიელი ფლაკონი ტელეფონის გასაღების, ფულის თუ პლასტიკური ბარათების შესანახად გამოგადგებათ. ![]() 61 6-ს მოსწონს
|