საზოგადოება თეთრი სახლი სირიის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოლაპარაკებას მოკავშირებთან აწარმოებს 2018, 13 აპრილი, 13:26 თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა გამოაცხადა აშშ-ს საბოლო გადაწყვეტილების პირობები სირიის შესახებ.
მისი თქმით, ამერიკის ლიდერი, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ მოკავშირეებთან საუბრობს ამ საკითხზე.
“ უპირველეს ყოვლისა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან. ''
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ცოტა ადრე ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ სირიაზე თავდასხმის შესახებ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.
27 1-ს არ მოსწონს
|