x
პროექტი “მდინარე მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება” – იდეა დედაქალაქის მერიას

ფგფგ

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 463 მიმდინარე 123 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი “მდინარე მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება” პროექტის განხილვას ითხოვს.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 1077 ხმა აქვს.

როგორც პროექტის ავტორი, ბაკურ დარსალია განმარტავს:-“თბილისისთვის მტკვარი მნიშნველოვან სატრანსპორტო პოტენციალს ატარებს. მისი სათანადო გამოყენება დადებითად იმოქმედებს დედაქალაქში ცხოვრების ხარისხზე და ღირებულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. ამით თბილისი დაუკავშირებს საკუთარ მივიწყებულ ტრადიციას ევროპის წამყვანი ქალაქების პრაქტიკას, სადაც ძირითადი მდინარეები ქალაქის სატრანსპორტო, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების განუყრელ ნაწილს წარმოადგენენ. რივერბასებით (თანამედროვე “წყლის ავტობუსი”) მტკვრის გასწვრივ გაშენებული უბნების დაკავშირება დიღმიდან ორთაჭალამდე: გააჩენს ახალ სატრანსპორტო საშუალებას ბევრი თბილისელისთვის. ისინი შეძლებენ მდინარის გასწვრივ ზონებში სწრაფად და ზუსტად პროგნოზირებად დროში გადაადგილებას. ბევრი უბანი, მნიშნველოვანი საჯარო ობიექტი და რეკრეაციული სივრცე დაუკავშირდება პირდაპირი სატრანსპორტო ხაზებით ხელს შეუწყობს საცობების განტვირთვას, არსებული გადაადგილების საშუალებებისთვის კონკურენციის გაწევით გააძლიერებს თბილისის ტურისტულ პოტენციალს. შემცირდება მანძილი ძირითად ტურისტულ ზონებს შორის და გაჩნდება გადაადგილების მეტად მიმზიდველი საშუალება პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ტრადიციის თანამედროვედ წარმოჩენას და დააბრუნებს მდინარეს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს შეუწყობს ახალი კომერციული ობექტების განვითარებას და ეკონომიკურ ბიძგს მისცემს ზონებს მდინარის გასწვრივ შექმნის ტრადიციული (გადატვირთული) სატრანსპორტო ქსელების ეკოლოგიურად უფრო სუფთა ალტერნატივას”.


შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა.

პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0