x
სკარლეტ იოჰანსონი ”სექს-შოპის” სახე გახდა
image

კალიფორნიის ერთ-ერთმა ”სექს-შოპმა” სავიზიტო ბარათები გამოუშვა, რომლებზეც სკარლეტ იოჰანსონის ფოტოებია დაბეჭდილი. მაღაზიის მენეჯერებმა არ იციან, ვინ არის ეს ქერათმიანი გოგო.

image

”სექს-შოპი” აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე, პატარა ქალაქ კალექსიკოში მდებარეობს, ამიტომ სავიზიტო ბარათზე დაწესებულების რეკვიზიტები და მომსახურების პირობები ინგლისურ და ესპანურ ენებზეა დაწერილი. მაღაზიის მენეჯერმა თქვა, რომ წარმოდგენაც არა აქვს, ვინ არის სკარლეტ იოჰანსონი.


image

"მფლობელმა სავიზიტო ბარათები შეგვიკვეთა და ისურვა, რომ მათზე გოგონას გამოსახულება დაგვეტანა. ასეც მოვიქეცით", - განუცხადა Life News-ს ინტიმ-მაღაზიის მმართველმა.
მსახიობის წარმომადგენლებს, ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

image

0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0