x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ არის აუცილებელი მზის სათვალის ტარება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის სახის ფორმის მიხედვით?
image

მზის სათვალე იცავს ადამიანს მზის შუქისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან, ამასთანავე მას შეუძლია გააუმჯობესოს მხედველობა თუ ლინზები დიოპტრიით არის(ოპტიკური ლინზის ძალის გაზომვის ერთეული) შეფერილი.სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას ნებისმიერ ამინდში დაიცვათ თავი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომ არ განვითარდეს კონიუნქტივიტი, რომელმაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომაც კი.

image

პირველი მზის სათვალე:პირველად მზის სათვალეს ჩრდილოელი ესკიმოსები იყენებდნენ, კერძოდ ნენცები, თავი რომ დაეცვათ თოვლის სიბრმავისგან, სათვალე ხისგანაც მზადდებოდა და ძვლისგანაც. ცნობილია, რომ იმპერატორი ნერონი გლადიატორების ბრძოლას თვალს ადევნებდა ზურმუხტის სარკის მეშვეობით, ძველ ჩინეთშიდაც მე-12 საუკუნეში კვარცის ფირფიტებს იყენებდნენ მზის სხივებისგან დასაცავად.


image

მე-18 საუკუნეში ჯეიმს ესკოტი ატარებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფერის მინებზე, მას მიაჩნდა, რომ მწვანე და ცისფერი მინები აუმჯობესებდა მხედველობას.


თანამედროვე მზის სათვალე:მე-20 საუკუნის დასაწყისში ძირითადად კინომსახიობები ატარებდნენ მზის სათვალეს ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ადვილად არ ეცნოთ, მეორე და უფრო მთავარი, მათ გადაღების დროს, მძლავრი პროჟექტორების შუქზე თვალები უღეზიანდებოდათ, რაც კონიუნქტივიტს იწვევდა.


მზის სათვალის პირველი მასიური წარმოება დაიწყო ა.შ.შ-ში 1929 წელს, სემ ფოსტერ გრანტი სათვალეებს ატლანტიკ-სიტის პლაჟებზე ყიდიდა.პოლარიზებული სათვალეები გამოჩნდა 1936 წელს, როდესაც მანფრედ გეიმ გამოიგონა პოლაროიდული ფილტრი.(სინთეტიკური პლასტიკური ფირფიტა, რომელიც შუქის პოლარიზებას ახდენს) ამავე პერიოდში ლინზების დამამზადებელი კომპანია Bausch & Lomb ერთიანდება Ray-Ban-თან და იწყებს სათვალეების გამოშვებას, თავიდან ავიატორებისთვის, ხოლო მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ იწყებს მზის სათვალის მასიურ წარმოებას.


მზის სათვალის გასინჯვა:მზის სათვალის ყველა მწარმოებელი ირწმუნება, რომ პოლარიზება დაცულია, მისი გასინჯვა სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთია შესაძლებელი, თუმცა ჩვენ თვითონაც, კუსტარულადაც შეგვიძლია შევამოწმოთ სათვალის ხარისხი.მოვიხსნათ სათვალე და განათებულ ჰორიზონტისკენ მივმართოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, შემდეგ სათვალე ნელ-ნელა ამოვატრიალოთ, ისე რომ უკვე ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს, ლინზებზე მოხვედრილი შუქის ანარეკლის გრძივი სხივი უნდა დამოკლდეს, ანუ სათვალის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადატანის დროს სხივის ინტენსივობა უნდა შემცირდეს მინიმუმამდე.ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მუქი ფერის ლინზები ყოველთვის ვერ ახდენს ულტრაიისფერი სხივების ფილტრაციას, პირიქით ამ მხრივ ღია ფერის სათვალე უფრო ეფექტურია, ხოლო ხილულ განათებისთვის(ანუ ხელოვნური განათება) მუქი ფერის სათვალე უფრო ეფექტურია.


ლინზები:ლინზების ფერები დამოკიდებულია სტილზე, მოდელზე და მოხმარების წესზე.


image

შავი ლინზები ინარჩუნებს ბუნებრივ ფერებს და ითვლება ნეიტრალურად.მწვანე ლინზები ძირითადად გლაუკომით დაავადებულებისთვის გამოიყენება, ყავისფერები ამახინჯებს ფერებს, სამაგიეროდ ზრდის კონტრასტს.ლურჯი და ცისფერი ლინზები გამოყენება საშუალო და მკვეთრ შუქზე, ზრდის კონტრასტულობას, არ ამახინჯებს ფერებს.ყვითელი ფერის ლინზებს ძირითადად მფრინავები, მეზღვაურები და მეთევზეები იყენებენ.ვარდისფერ და იასამნისფერ ლინზები უბრალოდ სილამაზისთვისაა განკუთვნილი, კომპიუტერთან სამუშაოდ რეკომენდირებულია ოდნავ მუქი სათვალე, რომელიც ზრდის კონტრასტს.


რაც შეეხება სათვალის შერჩევას, სრულიად ელემენტარულად თქვენ თვითონ უნდა ხვდებოდეთ რომელი ფორმის სათვალე უხდება თქვენს სახეს, თუმცა თუ მაინც ეჭვი გეპარებათ გაეცანით ქვემოთ მოცემულ სურათებს:

imageimage

1
422
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
422
  
2018, 8 მაისი, 16:58
ძალიან საჭირო და საინტერესო სტატიაა
0 1 1