რჩევები "მახინჯი და გადაკეთებული ხარ", "ლინზებში ვამპირს ჰგავხარ" - რომელი ფოტო დაუწუნეს მაია ასათიანს? 2022, 24 იანვარი, 14:12
ჟურნალისტ მაია ასათიანსა ფოტო დაუწუნეს, რომელიც სამიოდე დღის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, თან ტელეწამყვანმა თავად სთხოვა გამომწერებს შეეფასებინათ მისი ახალი ლინზები. „დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს. თან ისე, უბრალოდ ვიკითხე, თქვენ რას ფიქრობთ-თქო. და დაიწყო… რომ ვარ მახინჯი და გადაკეთებული, რომ ლინზებში ვამპირს ვგავარ, რომ ჯობია ნაოჭები მქონდეს, რომ ძაღლს ბეწვი სცვივა და უნდა გავაგდო (ოღონდ დუდი რა შუაშია აქ). … რომ ქალს შვილი, რომ მოუკვდება უნდა დაეტიოს თავის ადგილზე და დაიკიდოს როგორ გამოიყურება… სუპერ მაგალითი იმისა, რომ უცხო ადამიანს საკუთარ თავზე აზრი არ უნდა ჰკითხო. მე მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ მიყვარს ჩემი ნაოჭები. მიყვარს, როცა სარკეში ვიხედები და იქიდან ის ქალი მიყურებს, რომელიც მომწონს. თქვენც იგივეს გისურვებთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, მიიღეთ თქვენი თავი, გახდით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ. და რაც მთავარია! ჰკითხეთ თქვენს თავს, რატომ იწვევს სხვა, სრულიად უცხო ადამიანის ფოტო (რომელიც შეიძლება გულწრფელად არ მოგწონდეთ და ეს ნორმალურია), ასეთ აგრესიას და გაღიზიანებას თქვენში! გულწრფელად უპასუხეთ ამ კითხვას და შეცვალეთ, შეცვალეთ, შეცვალეთ დამოკიდებულება სამყაროს მიმართ!“, – წერს ასათიანი. მაია ასათიანმა ეს ფოტო და ვიდეომასალა ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, როდესაც გულშემატკივრებს განუმარტა, თუ რატომ აღარ ჩანს ტელევიზიაში. 1262 4-ს მოსწონს
|