რჩევები 10 მარტივი სასარგებლო რჩევა ქალებისთვის-ეს რომ ადრე მცოდნოდა 2018, 20 დეკემბერი, 8:35 1)ყველა ქალს სურს, რომ ფრჩხილის ლაქი მალე გაშრეს, მით უმეტეს თუ გეჩქარებათ, აი მარტივი რჩევა: ჩაყავით შეღებილი ფრჩხილები ცივ წყალში და სულ რაღაც სამიოდე წუთში ლაქი გაშრება.
2)სავარცხელს თუ საყვარელ სუნამოს შეასხურებთ და შემდეგ თმას დაივარცხნით, თმაზე არომატი მთელი დღე გაგყვებათ. 3)აღმოჩნდა, რომ გატეხილი პომადა შეგიძლიათ შეაკეთოთ, სანთებელათი გააცხელე იმ ადგილის ბოლო რომელიც მოძვრა, შეაწებე მოტეხილი ნაწილი და შემდეგ შედგით მაცივარში ნახევარი საათი. 4)თუ აღმოჩნდა, რომ მოულოდნელად გაგითავდათ საპარსი გელი, იგი თავისუფლად შეგიძლიათ შეცვალოთ თმის ბალზამით, ისიც ეფექტურად არბილებს კანს და გაპარსვაც სრულიად გაგიადვილდებათ. 5)ყველა გოგონას გარდერობში მოიძებნება სხვადასხვა ფერის სახის და თვალის ჩრდილები, მის ფხვნილს თუ ჩაუმატებთ უფერო ლაქში, გამოგივათ ორიგინალური ფერი, ექსპერიმენტები თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული 6)თმის სარჭი რომ უფრო მყარად გაჩერდეს თმაზე, შეასხურეთ ცოტაოდენი ლაქი 7)აუცილებელი არაა საუთობელი მაგიდა გაშალოთ და უთო ამოიღოთ, როდესაც საყელოს ან მანჟეტის გასწორება გინდათ, საკმარისია ამისთვის თმის უთოც. 8)არის შემთხვევები, როდესაც ფრჩხილის ლაქი კიდეებზე ხმება და ძნელია მისი გახსნა, ამიტომ ხუფს მოუჭირეთ თმის რეზინა და ის ყოველთვის თავისუფლად გაიხსნება. 9)ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტი შესანიშნავი საშუალებაა ბებერასთვის. წაისვით იმ ადგილზე, სადაც ფეხსაცმელმა გაგიღეზიანათ კანი, დეზოდორანტი შეამცირებს ხახუნს და დაზიანებული კანიც მშრალად იქნება. 10)თვალის ფანქარს ზოგჯერ მყარი წვეტი აქვს, რომ არ გაიჩხაპნოთ წამწამთან არსებული ნაზი კანი, გრიფელის წვეტი მსუბუქად ცეცხლზე გაატარეთ, რის შემდეგაც ის დარბილდება. 729 6-ს მოსწონს
|