რჩევები რატომ არის აუცილებელი მზის სათვალის ტარება და როგორ უნდა შევარჩიოთ ის სახის ფორმის მიხედვით? 2018, 12 აპრილი, 21:12 ![]() ![]() ![]() თანამედროვე მზის სათვალე:მე-20 საუკუნის დასაწყისში ძირითადად კინომსახიობები ატარებდნენ მზის სათვალეს ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ადვილად არ ეცნოთ, მეორე და უფრო მთავარი, მათ გადაღების დროს, მძლავრი პროჟექტორების შუქზე თვალები უღეზიანდებოდათ, რაც კონიუნქტივიტს იწვევდა. მზის სათვალის პირველი მასიური წარმოება დაიწყო ა.შ.შ-ში 1929 წელს, სემ ფოსტერ გრანტი სათვალეებს ატლანტიკ-სიტის პლაჟებზე ყიდიდა.პოლარიზებული სათვალეები გამოჩნდა 1936 წელს, როდესაც მანფრედ გეიმ გამოიგონა პოლაროიდული ფილტრი.(სინთეტიკური პლასტიკური ფირფიტა, რომელიც შუქის პოლარიზებას ახდენს) ამავე პერიოდში ლინზების დამამზადებელი კომპანია Bausch & Lomb ერთიანდება Ray-Ban-თან და იწყებს სათვალეების გამოშვებას, თავიდან ავიატორებისთვის, ხოლო მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ იწყებს მზის სათვალის მასიურ წარმოებას. მზის სათვალის გასინჯვა:მზის სათვალის ყველა მწარმოებელი ირწმუნება, რომ პოლარიზება დაცულია, მისი გასინჯვა სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთია შესაძლებელი, თუმცა ჩვენ თვითონაც, კუსტარულადაც შეგვიძლია შევამოწმოთ სათვალის ხარისხი.მოვიხსნათ სათვალე და განათებულ ჰორიზონტისკენ მივმართოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, შემდეგ სათვალე ნელ-ნელა ამოვატრიალოთ, ისე რომ უკვე ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს, ლინზებზე მოხვედრილი შუქის ანარეკლის გრძივი სხივი უნდა დამოკლდეს, ანუ სათვალის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადატანის დროს სხივის ინტენსივობა უნდა შემცირდეს მინიმუმამდე.ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მუქი ფერის ლინზები ყოველთვის ვერ ახდენს ულტრაიისფერი სხივების ფილტრაციას, პირიქით ამ მხრივ ღია ფერის სათვალე უფრო ეფექტურია, ხოლო ხილულ განათებისთვის(ანუ ხელოვნური განათება) მუქი ფერის სათვალე უფრო ეფექტურია. ლინზები:ლინზების ფერები დამოკიდებულია სტილზე, მოდელზე და მოხმარების წესზე. ![]() რაც შეეხება სათვალის შერჩევას, სრულიად ელემენტარულად თქვენ თვითონ უნდა ხვდებოდეთ რომელი ფორმის სათვალე უხდება თქვენს სახეს, თუმცა თუ მაინც ეჭვი გეპარებათ გაეცანით ქვემოთ მოცემულ სურათებს: ![]() ![]() 417 7-ს მოსწონს
|