იარაღი და ტექნიკა რა იარაღი შეიძლება გამოიყენოს აშშ-მ და რუსეთმა დაპირისპირების შემთხვევაში? 2018, 12 აპრილი, 11:03 გამოცემა The National Interest-ის ექსპერტები აზრით, სირიაში სამხედრო დარტყმების შემთხვევაში ამერიკელები გამოიყენებენ ფრთოსან რაკეტებს, უჩინარ გამანადგურებლებს(სტელს-ტექნოლოგია)და სტრატეგიულ ბომბდამშენებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკელები გაუშვებენ ფრთოსან რაკეტა Tomahawk-ს და AGM-86-ს, როგორც მისი დამამზადებლები ამტკიცებენ შეუძლიათ გვერდი აუარონ სირიაში განლაგებულ რუსულ ЗРК С-300В4 და С-400-ს. პენტაგონის განკარგულებაშია აგრეთვე სტელს-ბომბდამშენი B-2 Spirit და გამანადგურებელი F-22 Raptor, თუმცა ისინი შეიძლება რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ აღმოაჩინოს. რაც შეეხებათ რუსებს, მათ შესაძლოა ამერიკელთა და მათი მოკავშირეთა ბაზების წინააღმდეგ გამოიყენოს ფრთოსანი რაკეტა Х-101, რომელიც სტრატეგიული ბომბდამშენების Ту-95 და Ту-160-ის შეიარაღებაშია და აგრეთვე ფრთოსანი რაკეტა "Калибр"-ი საზღვაო ბაზებიდან.
532 6-ს მოსწონს
|