საზოგადოება დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა და ცალკეული სოფლების გაზიფიცირება წელს დაიწყება 2018, 11 აპრილი, 22:54 საქართელოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 5 აპრილს, მთავრობის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ მოხდება ყველა დარჩენილი რაიონის და სოფლის გაზიფიცირება. პრემიერის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყოფა 40 მილიონი ლარი. " რაიონის სოფლების გაზიფიცირება წელს დაიწყება და არა მარტო ქედების ზონის, საზღვრისპირა სოფლები ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი, ფიროსმანი, სამთაწყარო და საბათლო, სოფელი ჭოეთი და თავწყარო"- ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი. "ჯერ კიდევ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში მოვამზადე ერთობლივი პროექტი, რომელიც ყველა სოფლის გაზიფიცირებას ისახავდა მიზნად.ერთერთი მთავარი ჩემი წინასარჩევნო დაპირება იყო დედოფლისწყაროს სოფლებში გაზის მაგისტრალის შეყვანა.გაზს სახელმწიფო ყველგან მიიყვანს ცენტრალური მაგისტრალით, შემდეგ გადაეცემა "სოკარს" და ის მოახდენს აბონენთტა დაქსელვას, ამ სამუშაობის შესრულებას მოხმარდება 11 მილიონი ლარი." -განაცხადა სიღნაღი -დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შიოლაშვილმა. 9 შეფასება არ არის
|