სხვა "კაკლის ქვეშ გაშლილი ხუთი სურფა და დახარჯული სამი საპალნე ღვინო" - როგორ აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე "ილიაობას" 2018, 11 აპრილი, 16:33
შემოდგომა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ლხინისა და ოჯახური გაბედნიერების დროდ იყო მიჩნეული. მთაში ქორწილის გადახდა უმთავრესად შემოდგომაზე - საზამთრო საძოვრებზე ცხვრის გასტუმრებამდე იცოდნენ, ხოლო ბარში ჭირნახულის, მოსავლის აღებას უკავშირებდნენ, როდესაც მარანსა და ბეღელში ბარაქა ტრიალებდა. აღნიშნული წესი დღემდე შემორჩა და ქორწილები საქართველოში ძირითადად შემოდგომა-ზამთარში იმართება.
თუმცა, ზაფხულში იყო ერთი მნიშვნელოვანი დღე 2 აგვისტო, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე იყო "ილიაობა". თურმე, დიდ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძეს სამაგალითო სუფრის გაწყობა სცოდნია. მისი თანამედროვე იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს: "ილია პურადობით, მასპინძლობით არც ერთს ქართველს არ ჩამოუვარდებოდა, თვითონაც უყვარდა სმა და ჭამა "ფრიად მარგე", იცოდა ჭამა საფუძვლიანად და სტუმრებსაც გულუხვად, ხელგაშლილად დაუხვდებოდა ხოლმე".
იაკობ მანსვეტლაშვილის გადმოცემით ყოველ წელს ილიასადმი მიძღვნილ "ილიაობის" დღესასწაულზე იკვლებოდა რამდენიმე ძროხა, ცხვარი, ბატი, აუარებელი ქათამი და ვარიები. ცხვებოდა ასევე უამრავი შოთი პური, ნაზუქი, იხდებოდა ქვევრები საგურამოსი და ყვარლული ღვინოებით სავსე. ყოველ დღეობაზე დაახლოებით სამი საპალნე (საპალნე უდრიდა 750 ბოთლს) ღვინო იხარჯებოდა. ცოცხალი ზუთხი მოდიოდა ფოთიდან ეპისკოპოს გრიგოლ დადიანისაგან, არაგვიდან ცოცხალი ორაგული მოჰქონდათ საგურამოელ გლეხებს. განაგრძეთ კითხვა 57 შეფასება არ არის
|