საზოგადოება 10 სამსახური, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე 2018, 11 აპრილი, 19:34 სოციალური კვლევის მიხედვით, ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს კვირაში 40 საათიან მუშაობაში ატარებს. რა თქმა უნდა, ის საქმე, რასაც ამდენ ხანს ვაკეთებთ, დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ფსიქოლოგიაზე.
სამსახურის დადებითი მხარეების გარდა, ნეგატიური მხარეებიც არსებობს, რაც პროფესიონალი პიროვნების დეფორმაციის სახელითაა ცნობილი, მაგალითად როცა ბიზნესმენი შვებულების დროსაც აგრძელებს წერილების მეილების შემოწმებას, ან როცა სამხედრო პირი სახლშიც განაგრძობს ბრძანებების გაცემას. სტატიაში გაეცნობით, როგორ ცვლის სხვადასხვანაირი სამუშაო ჩვენს პიროვნებას და წაიკითხავთ რჩევებსაც იმისთვის, რომ არ გახდეთ საკუთარი სამუშაოს პატიმარი. 1. სამხედრო სამსახური სამხედრო სამსახური მარტო თავად მომუშავე ადამიანზე კი არა, მის ოჯახზეც ახდენს გავლენას. ოჯახში მკაცრი დისციპლინის ატმოსფეროა შექმნილი და ამ ადამიანების შვილების გარჩევა ადვილია ჟურნალისტის ან არქიტექტორის შვილებისგან. პატივი, ღირსება და კარგი ფიზიკური ფორმა სამხედრო სამსახურის დადებითი მხარეებია. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ბევრი სამხედრო მოსამსახურე უფრო მკაცრი და ცინიკური ხდება. ისინი უკვე ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ ყოველთვის უნდა აკონტროლონ სიტუაცია, დარჩნენ მიუკერძოებლები და სიყვარული და თანაგრძნობა გვერდზე გადადონ. ამიტომაცაა, რომ როცა საქმე ახლობლებთან ურთიერთობას ეხება, მათი უმეტესობისთვის რთულია, კეთილები იყვნენ და დაბალანსებული ხასიათი შეინარჩუნონ. 2. ექიმობა ეს სამსახური ექიმებისგან "თავდაცვითი კედლის" აშენებას მოითხოვს, რაც სიცივეს, გულგრილობას და ცინიზმს გულისხმობს. ეს თვისებები აუცილებელია იმისთვის, რომ ისინი კარგად გაუმკლავდნენ ყოველდღე ტკივილისა და სიკვდილის ყურებას. ბევრი ექიმის ცოტათი უცნაური იუმორი თავდაცვის მექანიზმივითაა შიშისგან და სტრესისგან. ყველაფრის მშვიდად მიღებისა და ემოციების დამალვის ჩვევა მათ ემოციებს უნელებს და საკუთარი პრობლემების ვინმესთვის გაზიარების სურვილიც კი აღარ უჩნდებათ. ექიმები ხომ ყოველთვის უნდა იყვნენ ფიზიკურად და ემოციურად მზად, რომ დაემხარონ სხვებს! 3. მასწავლებლობა პროფესიონალ მასწავლებელს აქვს უნარი, ბავშვების დიდი ჯგუფი მართოს. ამიტომაც, შეიძლება, ცოტაოდენმა სიმკაცრემ ამ პროფესიის ადამიანების შინაურ ცხოვრებაშიც იჩინოს თავი. მასწავლებლებს შორის ყველაზე ხშირად თავს იჩენს შემდეგი თვისებები: ავტორიტეტულობა, კონსერვატიზმი, მონოლოგებისკენ მიდრეკილება და ფორმალობების დაცვა. თუ ადამიანი მთელ დღეს ბავშვებთან ატარებს, შესაძლოა, შემდეგ თავის სხვა ასაკის ახლობლებსაც ბავშვივით მოექცეს, მისცეს რჩევები, დაარიგოს, ჰქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს და შეიძლება ისიც შეამჩნიოთ, რომ მასწავლებლები სახლშიც ხშირად ერთიდაიგივეს 10-ჯერ იმეორებენ და ხსნიან. 4. მეწარმეობა მოდი, განვსაზღვროთ, რომ ბიზნესი სამუშაო კი არა, ცხოვრების წესია. ეს სამსახური ხშირად არ გაძლევთ საშუალებას, წახვიდეთ კომპრომისებზე და გამოავლინოთ შემწყნარებლური თვისებები. წარმატების მისაღწევად სამსახური მთავარი უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში. ამიტომაც მეწარმეები 24 საათის განმავლობაში ფიქრობენ თავიანთ ბიზნესზე. მათთვის ბიზნესი ყოველთვის განვითარების სტადიაზეა და არ არსებობს ერთი საბოლოო მიზანი, რისი მიღწევის შემდეგაც გაჩერება შეიძლება. ამიტომაც, ამ პროფესიის ადამიანები ყოველთვის თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულები და ახლობლებისგანაც იმავეს მოითხოვენ. ასევე, ისიც უნდა აღინიშნოს რომ, მეწარმეების ნაწილი მუდმივ ძიებაშია და ზუსტად არც იცის, რა უნდა. 5. ადვოკატობა ეს საქმე მხოლოდ მორალურად ძლიერი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რადგან ადვოკატები, როგორც წესი, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან ხოლმე. დუმილი მათი სამუშაოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, ამიტომ იშვიათად თუ მოხდება, რომ ადვოკატმა თავის პრობლემებზე იწუწუნოს ან დახმარება და მხარდაჭერა ითხოვოს. ამ ჩვევებმა კი შესაძლოა დეპრესია ან შფოთვა გამოიწვიოს. ადვოკატის წარმატებული კარიერა ამ ადამიანისგან ითხოვს, გაცნობიერებული ჰქონდეს საქმის ყველა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი. როგორც წესი, ადვოკატები გადატვირთულები არიან და ჯანმრთელობის პრობლემებსაც მალავენ, რომ ხელი არ შეეშალოთ კარიერაში. 6. ბუღალტრობა როგორც წესი, ბუღალტერებისთვის რთულია სამუშაოდან პირად ცხოვრებაზე გადართვა. მათ ციფრებთან უწევთ მუშაობა და დეტალებზე არიან ორიენტირებულები, წლების განმავლობაში მონოტონური და შრომატევადი სამუშაო კი პირად ცხოვრებაზეც აისახება: ისინი ხდებიან მოსაწყენები და პრეტენზიულები. ბუღალტრებს ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ განთავსებული და ყველა დავალებას მკაცრი გრაფიკის მიხედვით ასრულებენ, ოჯახის ბიუჯეტს ძალიან ფრთხილად ანაწილებენ და სახლშიც მუდმივად წესრიგის შენარჩუნებას ცდილობენ. 7. ჟურნალისტობა ჟურნალისტები ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყვნენ. როგორც წესი, ხშირად ისეთ რაღაცებთანაც უხდებათ გამკლავება, რაც ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. ასევე მათ არ შეუძლიათ, დააიგნორონ ნებისმიერი რამ, რაც მათ ირგვლივ ხდება, რადგან ყველა მოვლენაში სტატიის დაწერის შინაარსი წარმოუდგებათ თვალწინ. ეს სამუშაო სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციას მოითხოვს (ზოგი მათგანი კი არც პოზიტიურია და არც საინტერესო). ცენზურა ჟურნალისტს ზღუდავს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს ხშირად უცრუებს მათ იმედს. ამას გარდა, მთელი დღით მუშაობა და ზოგჯერ ძილის გატეხვაც სხეულს მალე ღლის და ჯანმრთელობაზეც აისახება. 8. ფსიქოლოგობა ბევრი ადამიანი ამ პროფესიას იმიტომ ირჩევს, რომ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება ისწავლოს. ფსიქოლოგები ემოციურად ძალიან იღლებიან, რადგან მთლიანად უწევთ სხვა ადამიანების პრობლემებზე გადართვა და მათი მოსმენა. ყველა პროფესიონალმა იცის, რომ კლიენტის კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა ბევრადაა დამოკიდებული ფსიქოლოგის ქმედებებზე. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რამაც ზოგში შესაძლოა სტრესი და ფატალური შეცდომების დაშვების შიში გამოიწვიოს. 9. თავისუფალი ხელოვნებაადამიანი, რომელიც კარგად აკონტროლებს საკუთარ თავს, შეიძლება წარმატებული თავისუფალი ხელოვანი გახდეს, მაგრამ არასტაბილური შემოსავალი შეიძლება არც ისე ძალიან მოგეწონოთ. ეს ადამიანები ძირითადად სახლიდან მუშაობენ, ამიტომაც არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო საათები, იძინებენ და იღვიძებენ მაშინ, როცა თავად სურთ, ეს კი ჯანმრთელობისთვის სულაც არაა კარგი. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავისუფალმა ხელოვანმა მოახერხოს რეჟიმის დაწესება საკუთარი თავისთვის და ემოციურად დასვენება. 10. არქიტექტორობა არქიტექტორები ცნობილები არიან, როგორც სამუშაოთი ძალიან დაკავებული ადამიანები. მათ დაღლილ შესახედაობაზე ბევრი ხუმრობაც არსებობს. მუდმივ გვიან ღამეებს ოფისში, მუშაობას მთელი დღის განმავლობაში და ცოტა ძილს ნეგატიური გავლენა აქვს მათ ჯანმრთელობაზე. როგორც წესი, არქიტექტორების მეგობრებიც არქიტექტორები არიან. მათ, უბრალოდ, არ აინტერესებთ სხვა ადამიანები. მუდმივი ემოციური დაძაბულობა, კონფლიქტები კლიენტებთან, პასუხისმგებლობის უზარმაზარი გრძნობა და შემოქმედებითი კრიზისი ხშირად იწვევს დეპრესიას ამ პროფესიის ადამიანებში. რამდენიმე რჩევა მათ, ვისთვისაც სამსახური ცხოვრების აზრი გახდა ➤ ისწავლეთ დროის კონტროლი. სცადეთ, 1 კვირით ადრე მაინც დაგეგმოთ, რის გაკეთებას აპირებთ მომავალ კვირას, გაითვალისწინეთ დროც ცოტა განტვირთვისთვის და გართობისთვის. ➤ ყველა ბიზნეს შეხვედრა დღის განმავლობაში დაგეგმეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, საღამო დაუთმოთ ჰობის, სპორტს ან ოჯახს. ➤ ისწავლეთ სამუშაოს დაიგნორება. ნუ წაიღებთ სამუშაოს სახლშიც. დასვენების დღეებში არ შეამოწმოთ სამსახურის მეილი და იყიდეთ მეორე მობილურიც, რომ სამსახურის ტელეფონის გამორთვა შეძლოთ. დაისვენეთ, მიიღეთ აბაზანა ან გაისეირნეთ პარკში. ➤ ნუ დაივიწყებთ თქვენს ჰობის. ძალიან კარგია, თუ ისეთი საქმე გაქვთ სამსახურში, რისი გაკეთებაც სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ იპოვეთ სხვა რამეც, რისი გაკეთებაც თავისუფალ დროს გაგიხარდებათ. აქტივობების შეცვლა აუცილებელია. ➤ დაივიწყეთ თქვენი თანამდებობის შესახებ. თუ სამსახურში დამსაქმებელი ხართ, სახლშიც უფროსობას ნუ დაიწყებთ. მეორე მხრივ, თუ უფროსები გყავთ სამსახურში, სახლში სცადეთ საქმეების მოგვარება, რომ დანაკლისი შეივსოთ. ➤ ისწავლეთ "არას" თქმა. უთხარით "არა" ადამიანებს და საქმეებს, რომლებიც სრულიად არ გჭირდებათ. ყველა საქმიანობა დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით და დააფასეთ თქვენი დრო. ➤ ისწავლეთ სამუშაოს განაწილება. ყველაფერს თქვენს თავზე ნუ აიღებთ, იქნებ რაღაცების გაკეთება უთქვენოდაც შესაძლებელია. სხვასაც გაუნაწილეთ სამუშაო. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ოჯახის წევრები და მეგობრებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან, თუ სთხოვთ. თქვენ რა სირთულეებს აწყდებით სამსახურში და როგორ უმკლავდებით მათ? გაგვიზიარეთ❤ ასევე დაგაინტერესებთ: 1. 12 ფრაზა, რომელიც სამსახურში არ უნდა თქვათ 2. 6 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
3. 12 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად და სასიამოვნოდ შეძლებთ მოგზაურობას 406 2-ს მოსწონს
|