x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ

თითქმის ყოველი მეათე ადამიანი 18 წლის ასაკში და ზემოთ გუნება-განწყობილების დარღვევებით იტანჯება, რომელთა შორისაცაა დეპრესია და ბიპოლარული აშლილობა ( ე.წ. მანიაკალური დეპრესია).


image

გუნება-განწყობილების დარღვევა რამდენიმე ფსიქიკურ პრობლემას მოიცავს, რომელიც ადამიანის ხასიათს უფრო მეტად ხდის მერყევს. აღნიშნული დარღვევები მოიცავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა შფოთვა, ღრმა დეპრესია, ბიპოლარული და პიროვნული აშლილობა. დაავადებები, რომლებიც მოქმედებს ადამიანის ხასიათზე, არის საკმაოდ რთული და შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა გენეტიკა, დიეტა, ფიზიკური ჩვევები, გარემო და პიროვნება.


თუმცა, არსებობს ბევრი საშუალება ამის თავიდან ასაცილებლად. სწორი კვება ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით და მინერალებით ამარაგებს, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას, მკვებავი ნივთიერებების რეგულარულად მიღების გარეშე კი ჩვენი გონება თანდათან ზიანდება. ის ბევრ ენერგიას მოიხმარს, შესაბამისად საჭირო "საწვავით" უნდა მოვამარაგოთ. სტატიაში წარმოგიდგენთ 9 აუცილებელ ელემენტს, რომელთა ნაკლებობამ შესაძლოა სხვადასხვა სახის ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.



1. თუთია

image

თუთიას შეუძლია დეპრესიის სიმპტომების შემცირება. 2013 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია აღენიშნებათ, მათი სისხლის შემადგენლობაში 14% ნაკლები თუთია იყო, ვიდრე ჩვეულებრი ადამიანის; ისინი კი ვინც მძიმე დეპრესიით იტანჯებიან, თუთიის დონე ყველაზე დაბალია.

ამასთან, თუთიის გარეშე ორგანიზმი დაკარგავს ძირთად ფუნქციებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა გაჩნდება. მისი დეფიციტი იწვევს კანის სიმშრალეს და ინფექციებს, ქერტლს, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევას, ძვლის ზრდის შენელებას, დაღლილობას, თმის ცვენას.

თუთიის წყარო: მზესუმზირა, გოგრის თესლი, ყველი, ზღვის პროდუქტები, ჯანჯაფილი, კვერცხი, ხილი.

2. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

image

ომეგა-3 ეხმარება თქვენს იმუნურ და ენდოკრინულ სისტემას, ფილტვებს, გულს, სისხლძარღვებს, ტვინს და გუნება-განწყობას. ამასთან, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს გააჩნია ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო მომედება, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ფსიქიკური დაავადებები ტვინში მიმდინარე ანთებით პროცესებთანაა კავშირში. ქალებმა უნდა მიიღონ 1.1 გრ. დღეში, კაცებმა კი – 1.6 გრ.

ომეგა-3 კარგი წყაროა: ორაგული, თინუსი, სელის თესლი, ჩიას თესლი, კაკალი.



3. ვიტამინი D


image

რამდენადაც ცნობილია ვიტამინ D დიდი ზეგავლენა გააჩნია ჩვენს გუნება-განწყობაზე. მისმა ნაკლებობამ შესაძლოა სეზონური აფექტური აშლილობა და სრული დეპრესიაც კი გამოიწვიოს. კვლევებმა, რომლებიც ირლანდიაში ჩატარდა, აჩვენა რომ ზრდასრულებს დეპრესიის სიმპტომებით D ვიტამინის დაბალი დონე აღენიშნებოდათ. ჩვენი სხეული მას ძირითადად მზის სინათლიდან იღებს, თუმცა შეგიძლიათ რეკომენდირებული რაოდენობა ისეთი საკვებიდან შეივსოთ, როგორიცაა ცხიმიანი თევზი, კვერცხი, კარაქი, კრევეტი. რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, მას შეიცავს ოხრახუში, სოკო, ჭინჭარი, იონჯა.



4. ვიტამინი В12

image

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ В-12 ჯგუფის ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას და სახვა ფსიქიკურ პრობლემებს.


ვიტამინ B12 პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პროცესებში, როგორიცაა:

საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა

რკინის ათვისება

ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმი

ჯანსაღი რეპროდუქციული სისტემა ქალებში

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის სეკრეცია

სისხლის მიმოქცევა

ერითროციტების წარმოქმნა

ჯანსაღი ნერვული სისტემა

ვიტამინ B12 წყარო


საუკეთესო საშუალება მიიღოთ ვიტამინი B12 — ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია:

ხორცი: ინდაურის, ცხვრის, ღორის, ქათმის.

რძის პროდუქტები: იოგურტი, ხაჭო, ძროხის რძე, მაგარი და რბილი ყველი.

კვერცხი: განსაკუთრებით კვერცხის გული.

ზღვის პროდუქტები: ორაგული, თინუსი, კრევეტები, სარდინები, ვირთევზა.

ვეგანური პროდუქტები: საკვები საფუარი, ქოქოსის რძე.


5.ფოლატი

image
ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალ "ფსიქიატრიის" თანახმად, ფოლატის დეფიციტი იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს. ის ვინც დეპრესიით იტანჯება, ფოლიუმის მჟავის დონე მათ ორგანიზმში 25% ნაკლებია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. "დეპრესიის სიმპტომები წარმოადგენს ფოლატის დეფიციტის გავრცელებულ ნეიროფსიქიატრიულ გამოვლენას."

ფოლატის წყარო: სატაცური, ბიუსელის კომბოსტო, ფორთოხალი, არაქისი, ლობიო, თხილეული, ჭარხალი, ავოკადო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა.


6 თვის და უფრო ნაკლები ასაკის ჩვილებმა დღეში 65 მკგ. უნდა მიიღონ, ასაკით 19 - 70 წლის ზრდასრულებმა კი – 400 მკგ.



6. იოდი

image
იოდი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში, ის ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი ნაკლებობის დროს ეს ორგანო ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ჰორმონების სინთეზირებას. შედეგად, ვიღებთ ფარისებრი ჰორმონების დაბალ დონეს სისხლში, რომელიც განვითარებასა და გუნება-განწყობასთან დაკავშირებული პრობლების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ხდება. იოდის დეფიციტი ბავშვებში ფსიქიკური ხასიათის პრობლემების განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს, მათ შორის IQ დონის დაქვეითება სკოლის ასაკის ბავშვებში და ამასთან, ნეგატიური შედეგი რეპროდუქციულ სისტემაზე.

გარდა იმისა, რომ ამცირებს სარძევე ჯირკვლების ფიბროზულ-კისტოზური დაავადებების განვითარების რისკებს, აუმჯობესებს კანის, თმის მდგომარეობას და ასევე ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. მნიშვნელოვანი მინერალია ფეხმძიმობის დროს.


იოდის წყარო: ზღვის პროდუქტები, დაკონსერვებული სარდინი და თინუსი, ასთაკვები, ომარები და კიბოსნაირთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები, ხამანწკები. ამ მინერალის მდიდარი წყაროა ხილი და კენკროვნები (ბანანი, ფორთოხალი, ლიმონი, ნესვი, ანანასი, ხურმა).


7. ცილები

image


ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ცილები ესაჭიროება – მის შემადგენლობაში შედის შეუცვლელი ამინომჟავები, რომელიც თავის ტვინის ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ თერაპია ამინომჟავებით შესაძლოა ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც ტრადიციული პრეპარატების გამოყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ცილას შეიცავს: ხორცი (ინდაურის და ქათმის გულ-მკერდი, თევზი, კვერცხი, რძის პოდუქტები (განსაკუთრებით – ყველი, ხაჭო), ლობიო, თხილი, ნუში, მზესუმზირა.

8. რკინა

image

მეცნიერთა მტკიცებით ორგანიზმში რკინის ნაკლებობამ შესაძლოა განსაზღვრული როლი ითამაშოს ბავშვებში ყურადღების დაქვეითებისა და ჰიპერაქტიურობის განვითარების საქმეში. მისი დაბალი დონე ასევე კავშირშია დეპრესიის სიმპტომებთან.


ამასთან, საკვანძო როლს თამაშობს ჰემოგლობინის ფორმირების, მეტაბოლიზმის, კუნთების აქტივობის, იმუნიტეტის გაძლიერების და ტვინის ნორმალურად მუშაობის პროცესში, ამასთან, უძილობის, მოუსვენარი ფეხების სინდრომის და სხეული ტემპერატურის რეგულირებისას. ამ მინერალის უმთავრესი როლი ჰემოგლობინის ფორმირებაა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და სხვადასხვა ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. რკინის ნაკლებობისას ანემია ვითარდება, რომელის მახასიათებელი ნიშნებია კუნთების სისუსტე, დაღლილობა, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია, კოგნიტური დარღვევები.

რკინის წყარო: ვეგეტარიანული და არავეგეტარიანული საკვები. პარკოსნები, ოსპი, სოიო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მარცვლეული, ისპანახი, თალგამი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ჩირი, საქონლის ღვიძლი განსაკუთრებით მდიდარია რკინით.



9. სელენი

image
ზოგიერთი მეცნიერული კვლევის თანახმად სელენის დაბალი დონე ხელს უწყუბს გუნება-განწყობილების გაუარესებას. გარდა ამისა, შესაძლოა იშვიათი მინერალია, მაგრამ მისი ფუნქცია მნიშვნელოვანია. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინერალი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგვას და ამით მათ სერიოზული დაავადებებისგან იცავს, ასევე ეწინააღმდეგება თავისუფალი რადიკალების ფორმირებას, თუმცა, ის ასევე მნიშვნელოვანია ძვლის ზრდის პროცესისთვის კალციუმთან, სპილენძთან და თუთიასთან ერთად. აქვეითებს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციის დარღვევის რისკს.

სელენის წყარო: აღნიშნულ მინერალს შეიცავს კვერცხი, თევზი, სოკო, ხორცი, სიმინდი, ბრინჯი, წიწიბურა. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა აღმოჩენილი ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ცხოველის თირკმელები, კრაბი, თინუსი. ბრაზილიური კაკალი კი სელენის უმდიდრესი წყაროა.



ასევე დაგაინტერესებთ:


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


ამ პროდუქტის მიღება ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით დაავადების რისკს


მეცნიერებმა 5 მიზეზი დაასახელეს, რის გამოც ტვინის უჯრედები კვდება


უჩვეულო ფაქტები ადამიანის ტვინის შესახებ



5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს


რომელ მინერალს, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის?


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


3
2358
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2358
  
2018, 12 მაისი, 17:19
მადლობა, შეფასებისთვის
2018, 11 მაისი, 12:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 11 მაისი, 10:48
ცოდვის კითხვაა ამ სტატიას სულ რაღაც 23 ნახვა, რომ აქვს ამ ეტაპზე...
0 1 3