სხვა ცნობილები, რომლებიც ხელსაქმით არიან დაკავებულები 2018, 10 აპრილი, 17:45 ![]() როცა საქმე ძალიან ცნობილ, მდიდარ და გავლენიან ადამიანებს ეხება, ხშირად გვავიწყდება, რომ ისინიც ისეთივეები არინ, როგორიც ჩვენ. ამის წარმოდგენა ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საქმე თავისუფალი დროის გამოყენებას ეთმობა, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავის უდიდესი ნაწილი ისევე ერთობა, როგორც მრავალი გარშემომყოფი. მაგალითისთვის, შეგვიძლია ხელსაქმე განვიხილოთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ცნობილი სახეები უდიდეს მოთმინებას აქსოვენ ამ პროცესში. შეუძლიათ შეიძინონ ყველაფერი, რასაც კი მოინდომებენ, თუმცა კარგად ხვდებიან საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფასს და ხელოვნების ნიმუშებს თავადვე ქმნიან. ტეილორ სვიფტი ტეილორ სვიფტი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა პოპ მომღერალია, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის მსმენელში. 10 გრემის მფლობელ ტეილორს არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების გარდა, საკმაოდ კარგი ფანტაზია აქვს და მონდომებული კრაფტერია. სწორედ მაქვს ეკუთვნის ეს ლამაზი სურათი, რომელიც მეგობარს, ასევე ცნობილ მომღერალს ედ შერანს აჩუქა. ნაქარგზე მათი კარიკატურები და დრეიკის ცნობილი ფრაზაა გამოსახული, რომელიც მათი მეგობრობის ქრონოლოგიას ზუსტად ასახავს: ”ფსკერიდან დავიწყეთ და ახლა აქ ვართ”. ![]() ![]() მაილი საირუსი ხშირად ადამიანები კრაფტით იმიტომ ინტერესდებიან, რომ ცდილობენ, გამოხატონ საკუთარი შინაგანი სამყარო და იყვნენ ყველასგან განსხვავებულები, არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი. ეს განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა მაშინ, როდესაც საკმაოდ ცნობილი პოპ–მომღერალი და ბევრი თინეიჯერის როლური მოდელი ხარ. ყველას ახსოვს მაილი საირუსი, რომელმაც უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა და იმიჯს იმდენად სწრაფად იცვლიდა, პუბლიკას გაოგნებულს ტოვებდა. ფანების ნაწილმა არც კი იცის, რომ ახალგაზრდა ვარკვლავი აქსესუარების დიდ ნაწილს საკუთარი ხელით აკეთებს და ამაში ძალიან დიდ დროსა და მოთმინებას აქსოვს. ![]() ![]() 45 3-ს მოსწონს
|