x
image
ბოჩოლა
ქრისტე აღსდგა თუ აღდგა-რომელია სწორი ფორმა?
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებიან შემდეგნაირად: ქრისტე აღსდგა/აღდგა! ჭეშმარიტად აღსდგა/აღდგა!.image

ამ პერიოდში კითხვა - აღსდგაა სწორი თუ აღდგა - საკმაოდ აქტუალური ხდება. საკითხი განხილვის, კამათის და მეტიც, დაპირისპირების საფუძველიც ხშირად გამხდარა.

ქრისტე აღსდგა თუ აღდგა თუ ამ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ სწორი ფორმა არის აღდგა, რადგან ეს ზმნა არის ერთპირიანი, ეწყობა მხოლოდ მესამე სუბიექტური პირი, მხოლოობით რიცხვში და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი_ა ზმნაში უკვე ასახული.

სიტყვა აღსდგას ჟურნალისტებიც ხშირად იყენებენ, და არა მხოლოდ აღდგომის კონტექსტში.


რა გამართლება აქვს_ს თავსართს ერთპირიან ზმნაში აღდგა? გრამატიკულად-არანაირი!

-ს ან მეორე სუბიექტური პირის ნიშანია, ან მესამე ობიექტური პირისა.

რა არგუმენტით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამყარებას ისინი, ვინც აღსდგა ფორმას აღიარებს და იყენებს?

1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;

2. ქრისტეს აღდგომა უნიკალური, საკრალური მოვლენაა და სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. აღსდგა მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით უნდა გამოვიყენოთ ;

3. სამეტყველო ენაში გრამატიკულად არასწორი ფორმა უკვე დამკვიდრებულია და ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს, ხალხის ცოცხალ მეტყველებაში სწორედ მას ენიჭება უპირატესობა;

უნდა აღენიშნოს, რომ მიუხედავად ამ არგუმენტებისა, დღესდღეობით ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთადერთ სწორ ფორმად აღდგაა მიჩნეული (აღსდგა პარარელურ ფორმადაც კი არაა მითითებული), შესაბამისად, თუკი მშობლიური ენის ნორმებს და წესებს პატივს ვცემთ, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.















2
529
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
529
  
2019, 28 აპრილი, 7:40
დიახ, მხოლოდ ერთადერთ გამოთქმაში ''ქრისტე აღსდგა'' არის დაშვებული
აღსდგა - სწორია... გარკვევით წერია, რომ ერთადერთ გამონაკლის შემთხვევაში იხმარება ს და ესაა სიტყვა აღსდგა. ასე რომ ორივე სწორია და სადაოც არაფერია
0 1 2