კინო მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა 2018, 9 აპრილი, 0:03 88 წლის ასაკში, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა.
მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1_ელ აგვისტოს თბილისში დაიბადა.
1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში " ქაჯანა", სადაც კატოს როლი შეასრულა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში " ქეთო და კოტე" და " გაზაფხული საკენში". განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებში " ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", " ჭრიჭინა", "აბეზარა", " მაია წყნეთელი", "შეხვედრა მთაში" შესრულებული როლებისთვის. იყო მხატვრული ფილმების "მოლოდინი" (1970), "კოშკები სდუმან" (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის "თბილისი, პარიზი, თბილისი) სცენარის ავტორი და რეჟისორი. 73 1-ს მოსწონს
|