კინო ერქან მერიჩი-ბიოგრაფიული ფაქტები 2018, 29 მარტი, 21:20 დაბადების სახელი: ერქან მერიჩი
დაბადების თარიღი: 25 ივლისი, 1986 წელი
დაბადების ადგილი: ადანა, თურქეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
სიმაღლე: 194 სმ ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ერქან მერიჩი ქალაქ ადანაში დაიბადა. სამწუხაროდ, მსახიობის შესახებ თურქულ წყაროში ძალიან მწირე ცნობები მოიპოვება. ასევე უცნობია, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები. მაგრამ ცნობილია ის, რომ მსახიობს უფროსი ძმა ჰყავს... მოგვიანებით მისი ოჯახი მეზობელ ქალაქში-მერსინში გადავიდა. ასევე მიიღო სასკოლო განათლება და მერსინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა ელექტრიკოსის სპეციალობით. 2008 წელს ერქანმა წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მან უარი თქვა პირად ცხოვრების მოწყობაზე და მთელი ყურადღება და ენერგია კარიერის აწყობისკენ მიმართა. მსახიობი სერიოზულად იყო ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მოგვიანებით კი ბედი სამოდელო ბიზნესში სცადა. რათა მისი მეშვეობით, ოდნავ მიახლოვებოდა სამსახიობო ხელოვნებას. ის მალევე მიიწვიეს Best Model of the Turkey_ის კონკურსში მისაღებად. მსახიობის პირველი სასერიალო დებიუტი 2012 წელს შედგა, სატელევიზიო პროექტში "უცნაური ისტორიები". 2014 წელს მსახიობი მხატვრულ ფილმში " ზეინეპის ამბავი"-ჰაკინის როლით და სერიალში " თეთრი მიხაკი"-ერქანის როლით მოგვევლინა. 2015 წელს გადაიღეს სერიალში "ფასი"-ჩენგიზის როლი და კინოფილმში-"ერთი სამყარო ორისთვის"-გადაიღეს. დღესდღეობით, ბოლო, მაგრამ მისი ყველაზე წარმატებული და აღიარებული როლია ომერი, პოპულარულ სერიალში-"ტყუილი"-განასახიერა. 324 შეფასება არ არის
|