არქიტექტურა მცურავი ქალაქი წყნარ ოკეანეში 2020 წლისთვის აშენდება – შეიქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები 2018, 10 აპრილი, 10:21 მცურავი ქალაქის კონცეფცია შესაძლოა ისე ჟღერს, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი, თუმცა ის რეალობად 2020 წლისთვის იქცევა. სან- ფრანცისკოში დაფუძნებული Seasteading ინსტიტუტი ამ იდეაზე 2008 წლიდან მოყოლებული მუშაობს – მათ მიაღწიეს შეთანხმებას საფრანგეთის პოლინეზიის მთავრობასთან მათ წყლებში კვლევების დასაწყებად. "ფაქტობრივად, მცურავი ქალაქის აშენებით, ახალი ქვეყნის დაარსებას ეყრება საფუძველი, " Seasteading ინსტიტუტის პრეზიდენტმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უამრავი მთავრობა, უამრავი ადამიანისთვის." პროექტის თანახმად ქალაქი შედგება შენობა-ნაგებობისგან, რომელთა შორისაცაა სახლები, სასტუმროები, ოფისები, რესტორნები. ინჟინრებმა და არქიტექტორებმა უკვე მოინახულეს ადგილი, სადაც ეს საოცარი პროექტი უნდა განხორციერლდეს. აღნიშნული იდეის მთავარი მიზანია "კაცობრიობის გათავისუფლება პოლიტიკოსებისგან და საზოგადოების მართვის წესების ხელახლა დაწერა." როგორც ჯო კერკი ამტკიცებს, ამ უტოპიური მცურავი ქალაქის მშენებლობა $167 მილიონი დაჯდება. Seasteading ინსტიტუტმა უკვე მიიღო დაფინანსება PayPal დამფუძნებლის პიტერ ტილისგან. პირველი მცურავი ქალაქი კუნძულ ტაიტის სიახლოვეს აშენდება. საფრანგეთის პოლინეზიის მთავრობა დაინტერესებულია ამ პროექტით, რამდენადაც რეგიონი ზღვის დონის მატების საფრთხვის ქვეშ იმყოფება და არქიპელაგი შესაძლოა წყლით დაიფაროს. ახალი ულტრატექნოლოგიური მცურავი დასახლებული პუნქტი შედგება 50 მეტრიანი 11 მართკუთხა მცურავი პლატფორმისგან, რომელიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. კონსტრუქციას მიამაგრებენ სპეციალურ ბალასტს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება პლატფორმის სიღრმის დარეგულირება. მაგალითად, შტორმის დროს ზემოთ აწევენ, რათა დაიცვან მაცხოვრებლები ტალღებისა და ქარისგან. ამავე მიზნით ქალაქის ირგვლივ კედელს ააშენებენ. გეგმის თანახმად პლატფორმებს დაამზადებენ რკინა-ბეტონისგან, რომელიც გაუძლებს 3 სართულიანი შენობის სიმძიმეს: ბინები, ტერასები, ოფისები და სასტუმროები. მშენებლობაში გამოიყენებენ ადგილობრივ ბამბუკს, ხეს, ლითონს და პლასტმასს. ჰოლანდიური ფირმა DeltaSync პასუხისმგებელია პროექტის ინჟინერულ ნაწილზე – ამტკიცებენ, რომ მსგავსი პლატფორმების ექპლუატაციის ვადა დაახლოებით 100 წელია. გეგმის თანახმად, 2020 წელს პირველ მცურავ ქალაქში 250-300 ადამიანი შეძლებს ცხოვრებას, 2050 წლისთვის კი მსგავს ხელოვნურ კუნძულებზე ათობით მილიონი ადამიანი დასახლდება. მცურავი ქალაქების შექმნის მიზანია, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად მოახერხებს ფუნქციონირებას. მეცნიერთა აზრით, მცურავი პლატფორმები დაგვეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა ჭარბი მოსახლეობა და ქალაქების დატბორვა გლობალური დათბობის გამო. ინსტიტუტი Seasteading თვლის, რომ მცურავი ქალაქები მმართველობის ტრადიციულ მოდელს შეცვლის. პროექტის ავტორებს განზრახვა აქვთ შექმნან დამოუკიდებელი ნაცია, რომელიც საერთაშორისო წყლებში განლაგდება. და იმოქმედებს საკუთარი კანონების ფარგლებში.
მათი აზრით, მცურავი ქალაქები იქცევა იდეალურ ადგილად მმართველობის ახალი ფორმების და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გასავითარებლად. ამჟამად, ფრანგული პოლინეზიის მთავრობა ქმნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, ისე რომ მცურავმა მეგაპოლისმა შეძლოს მოქმედება საკუთარი კანონმდებლობის თანახმად ვაჭრობასთან დაკავშირებით. Seasteading ინსტიტუტს დაუთმეს სანაპიროს 100 აკრი ექსპერიმენტებისთვის – ქალაქთან დაკავშირებული ფუტურისტული ხედვის განხორციელების მიზნით. ასევე დაგაინტერესებთ: სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება თანამედროვე სტილის ბაღებისა და ეზოების მოწყობა – 40 ორიგინალური იდეა (ნაწილი II) ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა 50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო რიყის ქვით – 60 კრეატიული იდეა ( III ნაწილი) 657 7-ს მოსწონს
|