ვარსკვლავები სელებრითების საყვარელი მაქსი- ანუ ვის უყვარს ფართხუნა კაბები 2012, 27 ივნისი, 23:54 წლევანდელი ზაფხულის და ზოგადად სეზონის ყველაზე აქტუალური ტრენდი მაქსი სტილის კაბები, არა მარტო ჩვენთვის, სელებრითებისთვისაც არანაკლებ კომფორტულ და საყვარელ სამოსად იქცა. მაქსი შესანიშნავი გადაწყვეტაა მათთვის ვინც გარუჯული ან იდეალური ფორმის ფეხებით თავს მაინც და მაინც ვერ მოიწონებს. ამასთან ერთად მასში გამოწყობილ ქალს, კარგი მკერდის ფორმითაც შეუძლია მოიწონოს თავი, მაქსი სტილის სარაფანიდან. მაქსი სტილთან სასურველია დაბალძირიანი სანდლები და მკვეთრი ფერის, მასიური სამკაული ატაროთ. თუ ამ ყველაფერს გემოვნებით შერჩეულ სათვალეს და ჩანთასაც დაუმატებთ, თამამად შეგიძლიათ ელეგანტურობაში ფოტოებზე ასახულ სელებრითებსაც კი გაეჯიბროთ. 2296 9-ს მოსწონს 2-ს არა
|