ასტროლოგია ზოდიაქოს პირველი ცეცხლოვანი ნიშანი-რა გამოარჩევთ ვერძებს სხვა ნიშნებისაგან? 2018, 5 აპრილი, 21:09 ვერძები ყოველთვის აქტიურები, მებრძოლები, ამაყები და გულისხმიერები არიან. მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი კარიერული წინსვლისათვის-თავდაუზოგავად იშრომონ, ისწავლონ; იყვნენ თავდაჯერებულნი, გამბედავნი.
მათი მებრძოლი სული შესაძლებლობას აძლევს რომ იბრძოლონ სხვის საკეთილდღეოდაც, არასოდეს მიატოვებენ მეგობარს გაჭირვებაში, შეუძლიათ სხვის გამო საკუთარ ბედნიერებაზეც კი თქვან უარი. ისინი ვერ იტანენ ვულგარულობასა და უხამსობებს. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნამდვილი მეგობრები არიან და ყველაფერს ბოლომდე აკეთებენ მათ გამო. თანამგრძნობიარია, მზრუნველი; არასოდეს ავიწყდება დაბადების დღეები, სხვებისათვის საჩუქრების გაკეთება, თუნდაც მცირეოდენის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან სიცოცხლისუნარიანობითა და ენერგიით, აქვთ ხელმძღვანელობის ნიჭი; არიან ოპტიმისტები, ფეთქებადი, ფიცხი ხასიათის მქონენი. მიუხედავად ამ ყოველივესა, ისინი გამოირჩევიან ბავშვური გულუბრყვილობითა და მიმდობი ხასიათით. 606 7-ს მოსწონს
|