ასტროლოგია რას უმზადებს 2021 წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? 2020, 19 ოქტომბერი, 0:34 2021 გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადია, ასევე, 21-ე საუკუნის მესამე დეკადის 1-ლი წელი. ასტროლოგები გვპირდებიან რომ გრძნობების მხრივ აყვავებისა და ზეიმის პერიოდი იქნება, ამაღლებულ და განსაკუთრებულ განწყობილებას შეგვიქმნის თეთრი მეტალის ხარის წელი.
ვნახოთ, როგორი იქნება ხარის წელიწადი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის: ვერძი-რთული და დამღლელი წლის შემდეგ ვერძი, როგორც იქნა იპოვის თავის საოცნებო საქმეს, თუმცა ყველაფრის მისაღწევად ბევრი შრომა დასჭირდება. პირადი ცხოვრება სასიკეთოდ წარიმართება. წლის დასაწყისში ცუდი განწყობის გადალახვის შემდეგ, თქვენ შეხვალთ აყვავების, სიყვარულისა და მეგობრობის ფაზაში. მეორე ნახევრიდან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, ასტროლოგების ვარაუდით სრულიად მარტო. კურო-მომავალი წელი ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებას პირდება კუროებს. ასევე, საშუალება ექნებათ გაერკვნენ გრძნობებში და სერიოზული გადაწყვეტილებებიც მიიღონ. სასიამოვნო სიახლეები ელით კარიერაში. წლის ბოლოს მეტი ენერგია და შემართება ექნებათ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ასეთი განწყობილება და ენერგიის მოზღვავება. ტყუპები-ამ ნიშნის წარმომადგენლების ურჩევენ მეტი დრო დაუთმონ ახლობლებს. მათი მხარდაჭერა და დახმარება მთელი წლის განმავლობაში დასჭირდებათ. აგრეთვე, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თვითგანვითარებას, 2021 წელი ყველაზე ხელსაყრელი წელიწადია სწავლისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობისთვის. სასიამოვნო სიახლე ელით სექტემბერში. ფინანსური მხარე გაძლიერდება წლის ბოლოსკენ. კირჩხიბი-2021 იქნება წარმატებული და საყვარელი ადამიანებისთვის სასიამოვნო მსხვერპლის გაღების წელი. მათ, ვინც სწავლობს ნაყოფიერი პერიოდი ელით. სიყვარულში შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და დამანგრეველ ტენდენციებს ზაფხულის პერიოდის შემდეგ. სამსახურში სირთულეები თავს იჩენს სექტემბრის დასაწყისში. ოჯახსა და ახლობლებში ემოციური ფონი პოზიტიური იქნება. წლის ბოლო თვე – დეკემბერი, გარკვეული უსიამოვნებების მომტანია, რაც ხელს შეგიშლით სამყაროს სწორად აღქმაში. ლომი-ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მომავალი წელი საკმაოდ დაძაბული იქნება. გართულდება ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან, თუმცა, წარმატებები ელით სამსახურში. დიდი ალბათობით მოგიწევთ საინტერესო და გრძელ გზაზე მოგზაურობაც. ასევე იქნება ბევრი ბიუროკრატიული მომენტები, თუმცა, ოფიციალურ ინსტანციებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარდება სწრაფად. აგვისტოში მიღებულმა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ, შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს. ქალწული-წლის დასაწყისში შემოქმედებითი ვარდნა გექნებათ. არ დაიწყოთ არანაირი ახალი საქმე, გადაერთეთ უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებაზე. შესაძლოა მიიღოთ დამატებითი შემოსავალი ბონუსის სახით ან სამსახურში დაგაწინაურონ. წლის პირველი ნახევარი პოზიტიური პერიოდი იქნება პირადი და საქმიანი კავშირების გასამყარებლად. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებმა მთელი ყურადღება უნდა მიმართოს სასარგებლო საქმეებისა და ქველმოქმედებისკენ. სასწორი-2021 წელი სასწორისთვის ცვლილებების დროა. მთელი ძალა მიმართეთ სამსახურისკენ, თუ მას სიამოვნება მოაქვს. თუმცა, თუ საქმე პირიქითაა, შეიცვალეთ საქმიანობის სფერო. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ელით თბილი, მეგობრული გარემო სამსახურში.ფრთხილად იყავით, რადგან წლის პირველი სამი თვის მანძილზე, სავარაუდოდ გართულდება ურთიერთობა ოფიციალურ ინსტანციებთან. მორიელი-მეტი ენერგია და თავდაჯერბულობა გამოიჩინეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულსა და საქმეში გაგიმართლოთ. თუმცა, ყურადღებით იყავით: მარტის ბოლოს დიდია უბედური შემთხვევის ალბათობა. ოჯახში სიმშვიდე გექნებათ, ფინანსები ეტაპობრივად გაგეზრდებათ წლის ბოლომდე. ზედმეტად ნუ ენდობით მიღებულ ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში ის მცდარი იქნება. მოგზაურობა უფრო გაამართლებს წლის დასაწყისში, ვიდრე მის ბოლოს. ზამთრის პერიოდში გარკვეული უსიამოვნებების გადატანა მოგიწევთ სამსახურში. მშვილდოსანი-მშვილდოსანმა ყურადღება უნდა დაუთმოს ბავშვებსა და მეუღლეს. თუ ოჯახი არ ჰყავს, დროა, მის შექმნაზე იფიქროს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია კარიერული მიზნების გამოკვეთა და ერთი მიმართულებით მოძრაობა. ივლისში შექმნილი პოზიტიური გარემო პირობები მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენდა სასარგებლოდ. თხის რქა-ახალ წელს ზოგ თხის რქას მეტად გაუმართლებს, ზოგს ნაკლებად. ეს დამოკიდებული იქნება დაბადების კონკრეტულ რიცხვებზე. სასიამოვნო განცდებს მიიღებთ შემოქმედებითი საქმიანობიდან და სასიყვარულო ურთიერთობებიდან. წლის ბოლოს შეიძლება გაგირთულდეთ ჯანრმთელობის მდგომარეობა, ამიტომ, წლის დასაწყისში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება გონივრული გადაწყვეტილება იქნება. სამსახურში კმაყოფილი იქნებით, ოჯახური შემოსავალი გაგეზრდებათ. ყველაზე წარმატებული თვე იქნება მაისი, მანამდე მოგიწევთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თავდაუზოგავი შრომა. მერწყული-მერწყულებს მუდმივი დროის უკმარისობა ექნებათ. მოგიწევთ მეგობრული შეხვედრების შეკვეცა მინიმუმამდე და მთელი ყურადღება გადატანილი გექნებათ საქმეზე. იანვარში გაღიზიანება სჯობს რომ არ გამოავლინოთ, რათა თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სიტუაციები. დაკვირვებით იყავით ახალ მეზობლებთან ურთიერთობისას. მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ და დარწმუნდით მის უტყუარობაში, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. თევზები-აპრილში შეძლებთ შვებით ამოისუნთქოთ, რადგან დაძაბულ პერიოდს უკან მოიტოვებთ. გელით სასიამოვნო სიახლეები სასიყვარულო ურთიერთობაში. ოჯახურ პრობლემებს სრულად მოაგვარებთ. თუმცა, ფინანსურ საკითხებში საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ოქტომბერში. წლის ბოლოს იზრდება უბედური შემთხვევის რისკი, ამიტომ, შეეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ თავი და გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს. 2314 3-ს მოსწონს
|