აფხაზეთი ოკუპირებული გალის მოსახლეობამ 84 კგ აზიური ფაროსანა შეაგროვა 2018, 4 აპრილი, 11:58 ერთ კვირაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, მოსახლეობამ შეაგროვა 84კგ აზიური ფაროსანა, რომელმაც შარშან გაანადგურა თითქმის მთელი თხილის მოსავალი საქართველოში და ოკუპირებულ აფხაზეთში. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებმა აზიური ფაროსანას შეგროვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსულმა მხარემ დააწესა, რომ 1 კილო ფაროსანაზე გადაუხდიდნენ 1000 რუბლს (17, 5$ და 42, 44 ლარი). ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო "Apsnypress" რუსეთის მხარის შეთავაზება არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რომელთა რიცხვიც გაზაფხულზე ორჯერ გაიზარდა. რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთში აზიური ფაროსანას პრობლემა 1 წელში უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს აუკრძალავენ რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტს. 2 აპრილიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში "კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის" გამო გარკვეული პროდუქტების იმპორტი აკრძალა, იტყობინება რუსეთის ფედერალური ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური. რუსულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ფაროსანას გავრცელების ალბათობა. "Apsnypress" იუწყება, რომ გალის რაიონის საკარანტინო სამსახურის ე.წ. ხელმძღვანელის, რამინ ჩეხერიას თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის პარალელურად, 100 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რათა აგროვდეს მავნებლები. "ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევაგროვეთ 84კგ ფაროსანა და ვგეგმავთ, რომ შევაგროვოთ 300-400კგ ჯამში". განუცხადა მან "Apsnypress"-ს. 219 1-ს მოსწონს
|