სიახლეები "ელიავა" საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შესაძლოა გაუქმდეს 2019, 13 მარტი, 20:06 თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, მთავრობის მთავარ გეგმებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თბილისის საცხოვრებელ ზონებში, უნდა აიკრძალოს გაყიდვები: მეორადი საბურავების, ჯართის, დამაბინძურებელი ნივთერებების და სხვა მსგავსი პროდუქტების. "ელიავას ბაზრობა" ერთ-ერთი ძირითადი ზონაა, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ერთად არის წარმოდგენილი გასაყიდად. აქედან გამომდინარე, მთავრობა გეგმავს ამ "ბაზრობის" გაუქმებას და საცხოვრებელი ზონის გარეთ ისეთი ადგილის გამოყოფას, სადაც შეძლებენ მსგავსი სავაჭრო საქმიანობით დაკავებას. კალაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რათა გაუმჯობესებულიყო დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და შემცირებულიყო დაბინძურების ხარისხი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. მან ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უკვე გაკეთდა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად და აგრეთვე წარადგინა სამომავლო გეგმები. 318 1-ს მოსწონს
|