სიახლეები შობადობის, სიკვდილიანობის, ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკა 2017 წლისთვის 2018, 3 აპრილი, 13:54 ![]() საქსტატის მონაცემებით 2016 წელთან შედარებით 2017 წელს პირველი მშობიარობების პროცენტული მაჩვენებელი 40, 6% -დან 38, 9% -მდე შემცირდა. შესაბამისად, მესამე და მომდდევნო შვილის შეძენის პროცენტული მაჩვენებლები გაიზარდა 23.3% -დან 22.6% -მდე, ხოლო მეორე ბავშვის შეძენა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. გარდა ამისა, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს 25 წლამდე ასაკის ქალთა მშობიარობა შემცირდა 35, 6% -დან 32.7% -მდე. ხოლო 25-39 წლის ასაკის ქალთა (61.6% -დან 64.6% -მდე) ხოლო 40 წლის ან მეტი ასაკის მქონე ქალბატონების უცვლელი დარჩა. რაც შეეხება სიკვდილიანობას, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5, 8% -ით შემცირდა. (50, 771-დან 47, 822 -მდე). ყველაზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა თბილისში (11, 976), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736). ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი 2017 წელს 512 შეადგენდა. შესაბამისად, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 დაბადებამდე) 9.6 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.6% -ით გაიზარდა. 5 წლამდე ასაკის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 დაბადებიდან) პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 11.1% შეადგინა. ხოლო ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებით საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს დარეგისტრირებული იყო 23, 684 „წყვილი“, რაც წინა წელთან შედარებით 5.6% -ით დაკლებულია. ქორწინების საშუალო ასაკი კი შეადგენდა 27, 4 წელს ქალებში, ხოლო მამაკაცებში 30, 2. განქორწინებების რიცხვმაც დაიკლო 2017 წელს და სულ 10, 222 განქორწინება მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 7, 2% -ით ნაკლებია. 81 შეფასება არ არის
|