სხვა თბილისი საუკეთესო ტურისტულ ადგილად დასახელდა 2018, 4 აპრილი, 12:25
თბილისი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ტურისტულ ადგილად Forbes-ის გვერდზე, ერთ-ერთ სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისი სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. სტატიის ავტორი, ტურიზმის ექსპერტების აზრზე დაყრდნობით, რვა ქალაქს და პროვინციას ასახელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მსოფლიოში ცნობილნი, ტურისტული მიმართულებები, მაგრამ ასეთი პერსპექტივა უახლოეს მომავალში აქვთ. “პრაღის ნაცვლად თბილისი", ამ სათაურით იწყება სტატია საქართველოს დედაქალაქზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი სტუმრებს სთავაზობს გაეცნონ ქალაქის მდიდარ ისტორიას, ოსმალურ, სპარსულ და საბჭოთა ელემენტებით. აქ შეუძლიათ მოინახულონ ფანტასტიკური არქიტექტურა და ეწვეონ აბანოებს. "თბილისში გაიხსნა ახალი ბარები, რესტორნები და ხელოვნების მუზეუმები. ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასტუმრო ბიზნესის ქვეყანას აქვს უძველესი მეღვინეობის ტრადიცია და სპეციალური სამზარეულო .." -ციტირებულია Forbes-ის მიერ, ჯონი ბილბის განცხადებით, რომლის კომპანია სთავაზობს რამოდენიმე ტურმიმართულებას საქართველოში. საქართველო ღვინის ქვეყანაასიაში თბილისთან ერთად მოხვდნენ: ჰუსეფი (ისლანდია), ლეჩეს (იტალია), მალდონადო (ურუგვაი), ანდალუსია (ესპანეთი), სამხრეთ კამბოჯა (ინდონეზიის ნახევარკუნძული), ისტრია (ადრიატიკის ზღვის ნახევარკუნძული) და კელლაპი (პერუ). 81 2-ს მოსწონს
|