საზოგადოებრივი ძვ.წ. მე-2 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 3 აპრილი, 22:19 ძვ.წ. 195 წ. - რომაულ-სპარტანული ომი. რომის რესპუბლიკა, აქაენური ლიგა, მაკედონია, პერგამუმი და როდოსი დაუპირსპირდა სპარტას და სძლია მას.
ძვ.წ. 191 - 188 წწ. - რომაულ-სირიული ომი. რომის რესპუბლიკა, აქაენური ლიგა, მაკედონია, პერგამუმი და როდოსი დაუპირისპირდა სელევკიდების იმპერიას, ეტოლიანურ ლიგას და ათამანიას და სძლია მათ. ძვ.წ. 189 წ. - გალატიური ომი. რომის რესპუბლიკის და პერგამუმის არმიამ სძლია მაკედონიის არმიას. 180 - 175 წწ. - ბაქტრიული ლაშქრობა ინდოეთში. ბერძნულ-ბახტრიულმა სამეფომ შუნგას იმპერია და მაურიის იმპერიის ნარჩენი ძალები. 171 - 168 წწ. - მესამე მაკედონური ომი. რომის რესპუბლიკის და პერგამონის კოალიციამ დაამარცხა მაკედონია. ძვ.წ. 170 წ. - ევკრატიდეს უზურპაცია. ევკრატიდეს პირველის ჯარებმა სძლია გრეკო-ბაქტრიულ სამეფოს. ძვ.წ. 167 წ. - პართიის შეჭრა ბაქტრიაში. პართიის იმპერია ეუთიდემიდების დინასტიის ერთგულ მოკავშირეებთან ერთად შეიჭრა ბაქტრიაში და დაამარცხა გრეკო-ბაქტრიული სამეფო. 167 - 160 წწ. - მაკაბეური აჯანყება. იუდეამ დაამარცხა სელევკიდების იმპერია. 162 - 70 წწ. - მომთაბარე ხალხების შეჭრა ბაქტრიაში. იუჟის ხალხი, სკვითები (მეტწილად საკას ხალხი) და ვუსუნის ტომი ამარცხებს გრეკო-ბაქტრიულ სამეფოს. ძვ.წ. 155 - 139 წწ. - ლუსიტანიური ომი. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა ლუსიტანიური ტომები. ძვ.წ. 154 წ. - შვიდი სახელმწიფოს აჯანყება. ჰანის დინასტია დაუპირისპირდა აჯანყებულ სამთავროებს და დაამარცხა ისინი. ეს სამთავროები იყო: ვუ, ჩუ, ჭაო, ჯიაოქსი, ჯაიოდონგი, ზაიჩუანი და ჯინანი. ძვ.წ. 149 - 146 წწ. - მესამე პუნიკური ომი. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა კართაგენი. ძვ.წ. 138 - 111 წწ. - ჰანის კამპანია მინიუეს წინააღმდეგ. ჰანის დინასტიამ სძლია მას. ძვ.წ. 135 - 71 წწ. - რომის მონების ომები. რომის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯარები ებრძოდნენ აჯანყებულ მონებს და საბოლოოდ დაამარცხეს ისინი. ძვ.წ. 135 - 132 წწ. - პირველი მონების ომი. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა სიცილიელი მონები. ძვ.წ. 133 - 89 წწ. - ჰან-ქსიონგნუს ომი. ჰანის იმპერიამ გაანადგურა ქსიონგნუს ჯარი. ძვ.წ. 122 - 105 წწ. - იუგუთინის ომი. რომის იმპერიამ სძლია ნუმიდიას. ძვ.წ. 113 - 101 წწ. - კლიმბრიული ომი. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა კლიმბრების და ტევტონების გაერთიანებული არმია. ძვ.წ. 111 წ. - ჰან-ნანიუეს ომი. ჰანის იმპერიამ დაამარცხა ნანიუეს არმია. ძვ.წ. 109 წ. - ჰანის კამპანია დიანის წინააღმდეგ, სადაც თავდამსხმელმა გაანადგურა დიანი. ძვ.წ. 109 - 108 წწ. - გოჯოსეონ-ჰანის ომი. ამ ომში ჰანის დინასტიამ სძლია ვიმან ჯოსეონს. ძვ.წ. 104 - 101 წწ. - სამოთხისებრი ცხენების ომი. ჰანის დინასტიამ დაამარცხა დაიუანი. ძვ.წ. 104 - 100 წწ. - მეორე მონების ომი. რომის იმპერამ მეორედ დაამარცხა სიცილიელი მონები. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 131 3-ს მოსწონს
|