x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბჭოთა საიდუმლო პროექტი-ატომზე მომუშავე "ვოლგა"

image8 აპრილს 50 წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც "ვოლგა-ატომი"- სამოქალაქო ავტომობილი, რომელიც ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავის ნაცვლად ატომურ ენერგიაზე მუშაობდა საამწყობო საამქროდან გამოვიდა.

1949 წელს საბჭოთა კავშირი მეორე ქვეყანა გახდა შეერთებული შტატების შემდეგ, რომელიც ბირთვულ შეიარღებას ფლობდა, თუმცა საბჭოთა მთავრობის ამბიციები უფრო შორს წავიდა, მაშინვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ატომური ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

1949 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოისმინა რა მეცნიერთა არგუმენტები, რომელთა შორის იყვნენ აკადემიკოსი პეტრე კაპიცა, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სერგეი ვავილოვი და " საბჭოთა ატომური ბომბის მამა" იგორ კურჩატოვი, გადაწყდა პირველი წმინდა სამოქალაქო ბირთვული დაწესებულების - ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

1954 წლის ოქტომბერში, ობნინსკის ატომური ელექტროსადგური უკვე ოფიციალურად ჩაერთო "მოსენერგოს" ქსელში და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეძლეს სახლში ნათურა ბირთვული ძალის მეშვეობით აენთოთ. საბჭოთა კავშირმა "მშვიდობიანი ატომისთვის" ბრძოლაში პირველი ეტაპი მოიგო.

მაგრამ ამერიკელებს ამ დროს "არ ეძინათ", მათ 1955 წლის იანვარში წყალში ჩაუშვეს პირველი ატომური წყალქვეშა ნავი "ნაუტულიუსი".თუმცა მალევე საბჭოთა კავშირს მზად ჰქონდა პასუხი, პროექტი რომელიც 1953 წლიდან ხორციელდებოდა, 1957 წლის 5 დეკემბერს ატომური ყინულმჭრელი "ლენინი" წყალში ჩაუშვეს, თუმცა გემის ატომური რეაქტორი მხოლოდ 1959 წლიდან ამუშავდა.

ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე, ამბიციურ პროექტზე, "ვოლგა-ატომი".

პროექტზე მუშაობა 1961 წლიდან დაიწყო.ძირითადად დიზაინი შემუშავდა A21 ძრავისგან, - სრულიად ტრადიციული ოთხი ცილინდრიანი ერთეული სადაც დგუშები და ცილინდრის ბოლოში საყრდენებზე იზოტობებით გამდიდრებული 235 ურანი იყო. ცილინდრის დასასრულს ასევე მდებარეობდა გრაფიტის ლაინერი - ნეიტრონების შემნელებლები., ცილინდრები ჰელიუმით იყო დატუმბული.

უსაფრთხოების მიზნით ავარიის შემთხვევაში, რეაქტორის გადაუდებელი "ჩაქრობა", ცილინდრებში ბორის მჟავის ავტომატური ინექციით იყო შესაძლებელი.მთლიანად დანადგარი სრულად ჰერმეტიზირებული იყო და გარედან ბიოგარსი ჰქონდა გადაკრული, გარეთ მხოლოდ გაგრილების მილი და მაგნიტური გადამბის ქუროები იყო გამოყოფილი. ძრავას ჰქონდა აბსოლუტურად ფანტასტიკური მახასიათებლები: იწონიდა 200 კილოგრამს და ჰქონდა 320 ცხ. ძალა, როდესაც ჩვეულებრივი"ვოლგა"-გაზ 21-ის ძრავა 500 კილოგრამი იყო.ძრავის ენერგია 70 000 კილომეტრზე იყო გათვლილი

1965 წლის აპრილში დაიწყო ავტომობილის"ვოლგა-ატომის"(ან ატომმობილი) გამოცდა სევერსკის პოლიგონზე, როგორც მისი გამომცდელი ვალენტინ სემენოვი იხსენებს, მანქანა საკმაოდ მძიმე და ტლანქი იყო, თუმცა ძრავის სიმძლავრე მის კონპესირებას ახდენდა, ადგილიდან სწრაფად იღებდა სიჩქარეს, მაგრამ რაც შეეხებოდა დამუხრუჭებას, ამ მხრივ ცუდად იყო საქმე.ამასთანავე ძრავა ძალზე ცხელდებოდა და ციმბირის ყინვების მიუხედავად ავტომობილში საშინლად ცხელოდა.

გამოცდამ საბოლოოდ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, ავტომობილის კილომეტრაჟის რეალური რესურსი 60 000 კილომეტრი იყო, რის შემდეგაც ატომური აგრეგატი უნდა გამოცვლილიყო, რაც არაეკონომიური და არაეფექტური იყო, საბჭოთა მეცნიერებმა დაიწყეს სხვა მეორე პროექტზე მუშაობა-ჰექსაფტორიდის თხევად ურანზე მომუშავე ძრავა მყარი ურანის ნაცვლად, თუმცა არც ამან გაამართლა.

image

რაც შეეხება ამერიკელებს, მათ საბჭოთა კავშირზე ადრე, 1957 წლიდან დაიწყეს პირველი ატომურ ავტომობილზე "Ford Nucleon"-ის პროექტზე მუშაობა, თუმცა პრობლემა იგივე იყო, 8000 კილომეტის გავლის შემდეგ ენერგოძრავა მთლიანად უნდა გამოცვლილიყო, ამიტომ საბოლოოდ პროექტი არ განხორციელდა.

image

ასე, რომ ატომურმა ავტომობილებმა არ გაამართლა, ატომური ელსადგურების, ატომური გემების თუ ატომური მრეწველობის სხვა დარგებისგან განსხვავებით.

0
718
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0