სისხლის სამართალი ინტერნეტგამოცემები, რომლებიც ანტითურქული განწყობის გაღვივებას დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საქართველოში 2018, 3 აპრილი, 18:58 სოციალურ ქსელ“ფეისბუქში“ გასულ წელს, ოქტომბერში, ზოგიერთმა ინტენეტგამოცემამ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე ქურთუკის ქურდობისთვის მოკლეს. ეს გამოცემებია: digest.pia.ge, alia.ge, geonews.ge, geomediapress.ge, cyc.ge, ასევე npa.ge. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სააგენტოები საკმაოდ ხშირად ავლენენ ანტითურქულ განწყობას. ინფორმაცია გარდაცვლილი ქართველის შესახებ ეფუძნება მოძრაობა “ქართულ მარშთან“ დაახლოებული პირის, ლევან ხიდიშელის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს სოციალურ ქსელში ჰათშეგით: “თურქეთი მტერია“.
![]() მედიის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოცემა “მითების დეტექტორი“ წერს, რომ ფოტოზე ასახულია ეთნიკურად თურქი მამაკაცი, რომელიც სასტუმრო “Ozsa“-ს მესამე სართულიდან გადმოხტა და, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში მოკლული ქართველის შესახებ უარყო, როგორც თურქეთის საელჩომ, ისე სასტუმროს ადმინისტრაციამ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფოტოზე თურქეთის მოქალაქე იყო ასახული და არა ნაცემი ქართველი. მოგვიანებით ლევან ხიდიშელმა სტატუსი წაშალა, თუმცა სიახლე სწრაფად გავრცელდა და არაერთი სიძულვილისშემცველი კომენტარი მოჰყვა ზოგადად თურქი ხალხის მისამართით. ![]() ![]() 412 7-ს მოსწონს |
რაა სასაცილო, თითოეულ დაღუპულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა.
გეტყობათ იურისპრუდენციაში, რომ არ ხართ ჩახედული.
მე არ შემიძლია, ზემდგომების ნებართვის გარეშე.
გამოდის მე ბრმა ვყოფილვარ :))
ხშირად გამოცემები ეყრდნობიან წყაროს მითითებით სხვა გამოცემის ინფორმაციას და ასე ცალსახად მათი დეზინფორმაციის გამავრცელებლად მოხსენიება არაა ეთიკური-ამისთქმა მინდოდა პირველივე კომენტარიდან.