პიტნის სასარგებლო თვისებებზე ბევრი რამ გვსმენია, განსაკუთრებით კი, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, მაგრამ თურმე ის კუჭის უამრავ დაავადებასაც შველის. თანამედროვე მედიცინაში პიტნის ყველა კომპონენტი გამოიყენება: ყვავილიც, ღეროც და ფოთლებიც. მისგან სამკურნალო წვეთები და ნაყენები მზადდება.
ბაღის პიტნა ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მთელი მცენარე ეთერზეთებს შეიცავს, რომლისგანაც მენთოლი მიიღება. მენთოლს ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური და ანტისეპტიკური თვისებები აქვს.
პიტნის არომატი პრაქტიკულად ყველას მოსწონს, რადგან ის დახვეწილი, მსუბუქად გრილი და მაცოცხლებელია. ზოგადად, პიტნის ყველა სახეობას შესანიშნავი არომატის მქონე ლამაზი ფოთლები აქვს.
პიტნას
დეზინფიცირების სასარგებლო თვისება აქვს. ამის გამო, ის გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და პირის ღრუს ინფექციებისას.
პიტნის ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულის რევის და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
ბაღის პიტნა კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას დროსაც გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ მას კუჭის შეკვრა არ ერთვის თან.
ბაღის პიტნის გარდა ხშირეად ხმარობენ და უპირატესობასაც ანიჭებენ ველურად მოზარდ პიტნას. პიტნის წვეთებს აძლევენ კუჭის აშლილობის კუჭ ნაწლავის სპაზმების, კუჭში ჭრის შემთხვევაში.
შაქრის ნატეხზე 2 დან 4 წვეთამდე უნიშნავენ კუჭის არეში ტკივილებისას. ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ:
2ჩ.კ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთოლს 1 ჩიქა მდუღარე წყალს ასხამენ. გაწურულ და დატკბილულ ნაყენს ყლუპ-ყლუპად სვამენ, 1 დღის განმავლობაში.
პიტნაში დიდი რაოდენობით შედის ტანინები, რომლებიც ნაწლავების კედლებს გაღიზიანებისგან იცავს, ეს კი ძალზე სასარგებლო პირობაა წყლულოვანი კოლიტის, ყაბზობისა და ფაღარათის დროს.
ის ჩინებული ნაღველმდენი საშუალებაა, ნაღვლის ბუშტში კენჭების, ჰეპატიტის, ღვიძლის კოლიტის დროს კი გაუტკივარების მიზნით გამოიყენება.
ვისაც პიტნის ფოთლის შენახვა სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ფოთლის გაშრობა გიზგიზა მზეზე რეკომენდებული არ არის,
ის უნდა გამოხმეს კარგად განიავებულ, ჩრდილიან ადგილას.