x
image
Maia kordzadze
ეს რომ იცოდეთ, სიგარეტს აღარ მოწევდით
image

ალბათ ფიქრობთ, რომ დღეში ერთი ღერი სიგარეტის მოწევა არაფერს გავნებთ. მაგრამ ასე არაა. მინიმუმ 400 ტოქსინი გროვდება თქვენს ორგანიზმში, 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე თქვენ ეწევით და აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს.


image


პირველად ბოლი ყელში ხვდება და ყვითელ ლაქებს ტოვებს კბილებზე. მავნე აირები, როგორიცაა ამიაკი და ფორმალდეჰიდი, აქვეითებს იმუნურ სისტემას, რადგან ანთებით პროცესს უწყობს ხელს.

ტრაქეაში ბოლი აფერხებს საცეცების მუშაობას, რომლებიც გამწმენდი მანქანის როლს ასრულებენ. ისინი იცავენ სასუნთქ ორგანოებს მავნე აირებისგან და სითხეებისგან.



image


გარდა ამისა, ნიკოტინი, რომელიც სიგარეტზე დამოკიდებულს გხდის, სისხლში კაპილარების მეშვეობით ხვდება. როგორც კი ნიკოტინი ფილტვებში ხვდება, ორგანიზმი ღებულობს მოულოდნელ ენერგიის ნაკადს. ამ დროს გამოიყოფა ძალიან დიდი რაოდენობის ადრენალინი, რომელიც არტერიალურ წნევის მომატებას უწყობს ხელს და აჩქარებს გულისცემას.


image


გული დიდხანს ვერ წყნარდება და ინსულტის რისკი იმატებს. ბოლში არსებული ნახშირორჟანგი ილექება არტერიებში და ანელებს სისხლის მიმოქცევას, რომელიც ჟანგბადს აწოდებს ორგანიზმს.


როდესაც ნიკოტინი სისხლიდან ტვინში გადადის, ის გამოყოფს ნივთიერება დოპამინს, რომელიც წარმოადგენს ნეირომედიატორს და მონაწილეობას იღებს ცენტრალური ტვინის მუშაობის დაკმაყოფილებაში.


image


დოპამინი მალევე უბრუნდება ნორმალურ დონეს და თქვენ ორგანიზმს შემდეგი სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება, ისე რომ ამას ვერც კი მიხვდებით.

ყოველი ღერი დამოკიდებულს გხდით სიგარეტის მოწევაზე და უფრო და უფრო გაგიძნელდებათ თავის დანებება. ეს იგივეა გეროინზე დამოკიდებული გახდე.

მოწევა ტოვებს ბლანტ, წებოვან, ყავისფერ ნალექს ფილტვებში, რაც უამრავ დაავადებას იწვევს, განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოს.

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან სოცოცხლე ისედაც ხომ ხანმოკლეა და კიდევ უფრო, თქვენივე ხელით, ნუღარ დაამოკლებთ!!!!.







0
154
8-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0