სიახლეები უნიკალური საშუალება წონაში კლებისთვის 2018, 2 აპრილი, 10:36 ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება დიეტებისა და წონაში კლების საკითხები, წონაში კლება კი არც თუ ისე მარტივია. ამაში დროცა და ენერგიაც დიდი რაოდენობითაა საჭირო, თუმც არსებობს პრობლემის მარტივად გადაჭრის საშუალებებიც, ერთ-ერთი ასეთი საშუალება კი ავოკადოს დიეტაა, ავოკადოს დიეტა არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმსა და სხვა პროცესებს, ასევე საუკეთესო საშუალებაა შიმშილის გრძნობის "გასაქრობად" ავოკადოს დიეტის დროს თქვენ უნდა იკვებოთ: საუზმე: ნახევარი ავოკადო 200-300 გრ და დაბალკალორიული ყველი სადილი: ავოკადოს სალათი, კიტრი, პომიდორი, მწვანე ხახვი, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი ვახშამი: 100 გრამი ქათმის ფილე, ან მოხარშული თევზი, ავოკადო (ნახევარი) და ცოტაოდენი ყველი (1 ნაჭერი) შეგიძლიათ მიიღოთ დიეტის დროს ხორბლის პური საფუარის გარეშე და დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. 129 2-ს მოსწონს
|