ვიურცბურგის (გერმანია)
უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ დაბადებიდან მეორე დღესვე ჩვილების ტირილი
ჰგავს იმ ენის ჟღერადობას, რომელზეც ჩვილის მშობლები ლაპარაკობენ. მკვლევარებმა ჩაიწერეს
30 ფრანგი და 30 გერმანელი ახალშობილის ტირილი, შეამოწმეს ხმის სიხშირე,
ბგერის ჟღერადობა და ტონი. ფრანგი ბავშვები ხშირად ტირილს დაბალი ტონით იწყებენ და
ნელ-ნელა უმატებენ, მაშინ როცა გერმანელები მაღალი ტონით იწყებენ და ნელ-ნელა დაბლა
ჩამოდიან. ორივე შემთხვევაში ჩვილები თავიანთი მშობლების ენის ჟღერადობას ჰბაძავდნენ.
მიჩნეულია, რომ ჩვილი ენას დედის მუცელშივე სწავლობს და ენის ადგმას პირველივე ტირილიდან
იწყებს.