სხვა დღეს პირველი აპრილია-ყველაზე ცნობილი საპირველაპრილო ოინები 2018, 1 აპრილი, 9:20
1 აპრილი-სიცილის დღე, ანუ ტყუილის საერთაშორისო აღინიშნება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, პირველ რიგში ევროპულ ქვეყნებში და ამერიკის კონტინენტზე, აგრეთვე ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში, ამ დღეს მიღებულია რაიმე სახუმარო ოინი მოუწყო მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს.ბევრ ქვეყანაში მას "სულელების დღეს" უწოდებენ.
მისი წარმოშობის ისტორია და ტრადიცია საიდან იღებს სათავეს დღემდე ზუსტად არავინ იცის, მკვლევარებს რამდენიმე ვერსია გააჩნიათ.თუმცა ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ ის, რომ საპირველაპრილო ხუმრობა მოდის ძველი კელტური წარმართული ჩვეულებიდან-მაშინ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას აღნიშნავდნენ, რომელიც 1 აპრილამდე გრძელდებოდა.საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ახალი წლის დადგომა პირველ იანვარს ოფიციალურად დააკანონა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ვერ ეგუებოდა ახლებურად ახალი წლის აღნიშვნას, რის გამოც მათ დასცინოდნენ და დანარჩენი მოსახლეობა ამ ადამიანებს პირველ აპრილს ყალბ საჩუქრებსა და სხვა გასაშაყირებელ ნივთებს უგზავნიდა. პირველი საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც ისტორიამ შემოინახა 1509 წლით არის დათარიღებული ფრანგი პოეტის ნაწარმოებში "Poisson d’Avril"(აპრილის თევზი)ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ნაცნობ-მეგობრებს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; 1539 წლის კიდევ ერთი ფრანგული წყარო იტყობინება, თუ ფლამანდიელი დიდგვაროვანი როგორ აშაყირებდა თავის მსახურებს, -1 აპრილს სახუმარო დავალებებს აძლევდა მათ.თუმცა არსებობს უფრო ძველი წყაროც, -ჯეფრი ჩოსერის 1392 წლის ნაწარმოები "მონაზონი მღვდლის ზღაპარი"(Nun’s Priest’s Tale) სადაც თავმომწონე მამალს მელია გააბითურებს “მარტის დადგომიდან ოცდაათი და კიდევ ორი დღის შემდეგ” (30 მარტს+2 ანუ 1 აპრილი) რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად გერმანიაში ეს ტრადიცია უცნობი იყო, როგორც ძმები გრიმები აღნიშნავდნენ, საპირველაპრილო ხუმრობა ბოლო 100 წელიწადია საფრანგეთიდან შემოვიდა და ჩვენთან გერმანიაში დამკვიდრდაო(ანუ მე-17 საუკუნიდან).მეზობელ რუსეთში პირველი საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც ისტორიამ შემოინახა 1709 წლით თარიღდება.საქართველოში როდის დამკვიდრდა ეს ტრადიცია ზუსტად უცნობია, სავარაუდოდ რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ. ფოტოზე:საპირველაპრილო ოინი კოპენჰაგენში(დანია)-2001 წელი. ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ საპირველაპრილო ხუმრობას, რომელიც ისტორიამ შემოინახა.1)1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანული ბანაკის თავზე გამოჩნდა თვითმფრინავი, რომელმაც უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდო, დამფრთხალი გერმანელები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, ბომბი არ აფეთქდა, რომელსაც დიდად ეწერა"დღეს 1 აპრილია" 2)1957 წლის 1 აპრილს BBC -მ გაუშვა სიუჟეტი, რომ შვეიცარიაში მაკარონის არნახული მოსავალი მოვიდა, საქმე იმაშია, რომ რედაქციამ მიღო უამრავი წერილი, მაგალითად ერთგან აღნიშნული იყო, რომ BBC ცრუობდა, რომ მაკარონი ჰორიზონტალურად იზრდებოდა და არა ვერტიკალურად, ამასთანავე BBC-ის სტუდიაში დარეკა უამრავმა ტელემაყურებელმა, რომლებსაც აინტერესებდათ, შეეძლოთ თუ არა მაკარონის ხის სახლის პირობებში გახარება და სად იშოვებოდა ნერგები. მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ვინც მიხვდა ხუმრობას და აღნიშნავდა, რომ მაკარონი ფქვილისგან მზადდება. 3)1962 წელს შვედურმა ნაციონალურმა ტელევიზიამ 5 წუთიანი გადაცემა გააკეთა, როგორ გადავაქციოთ შავ-თეთრი ტელევიზორი ფერადად.ამისთვის კი საკმარისისია ზედ ნეილონის ნაჭერი გადავაფაროთ.ათასობით ადამიანმა სცადა ეს მეთოდი. 4)1969 წელს ჰოლანდიურმა ტელეარხმა NTS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუჩაში დაიწყებენ სიარულს სპეციალური სკანერებით შეიარაღებული ინსპექტორები და აღმოაჩენენ იმათ, ვისაც ტელევიზიის და რადიოს სააბონენტო ფული არ აქვს გადახდილი((«kijk en luistergeld» ან«omroepbijdrage»), ერთადერთი საშუალება, რომ სკანერმა ვერ გაიგოს ვის აქვს დავალიანება.ტელევიზორი და რადიო ალუმინის ფოლგაში უნდა გაახვიონ.მეორე დღეს მაღაზიებიდან ალუმინის ფოლგები გაქრა. 5)1976 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა პატრიკ მურმა BBC-ის რადიოში გააკეთა განცხადება, რომ 1 აპრილს დილით 9 საათზე და 47 წუთაზე მოხდება უპრეცედენტო კოსმოსური მოვლენა, პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან გაივლის, რაც გრავიტაციის დროებით შესუსტებას გამოიწვევს, რა დროსაც მოქალაქეები დროებით ჰაერში აიწევიან და ფრენას დაიწყებენ, თუმცა არ შეშინდეთ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებაო. მეორე დღეს BBC-ის რადიოში დარეკა ასობით ადამიანმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უცნაური შეგრძნებები ჰქონდათ. ერთი ქალი კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იგი თავის 12 სტუმართან ერთად „აფრინდა“ ჰაერში. 6)1977 წელს The Guardian გამოაქვეყნა სტატია ქვეყანა სან სერიფეზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, აღნიშნული იყო, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობის 10 წლისთავს აღნიშნავდა. აღწერილი იყო მისი ეკონომიკა, ტურისტული ღირშესანიშნაობები და სხვა. 7)1985 წლის აპრილში ჟურნალმა Sports Illustrated გამოაქვეყნა სტატია ახლად შეძენილ ბეისბოლისტზე სიდ ფინჩზე (Sidd Finch), რომელიც ბურთს საოცარი სიჩქარით – 270 კმ/სთ-ით ისროდა (თითქმის ორჯერ ძლიერად ჩვეულებრივი მოთამაშის ნასროლზე). თანაც სიდ ფინჩს ბეისბოლი ადრე არც უთამაშია. ასეთი წარმოუდგენელი შედეგის მიღწევაში მას ტიბეტის მონასტერში „დიდი ლამა Milaraspa“-ს მენტორობით ჩატარებული მეცადინეობები დაეხმარა. 8)1993 წელს სან-დიეგოს რადიოსადგურმა გამოაცხადა, რომ კოსმოსური ხომალდი Space Shuttle ადგილობრივ მცირე აეროპორტში იდგა.ათასობით ადამიანი გაეშურა აეროპორტში ხომალდის სანახავად, რა თქმა უნდა იქ არავითარი კოსმოსური ხომალდი არ იდგა და ვერც იდგებოდა. 9)1996 წელს სწრაფი კვების კომპანიამ Tako Bell-მა გამოაცხადა, რომ მან ქვეყნის ეროვნული ვალის შემცირების მიზნით აშშ-ის ეროვნული თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო Liberty Bell(თავისუფლების ზარი) იყიდა. და ახლა ზარს, რომელმაც 1776 წელს ხალხი დამოუკიდებლის ცნობილი დეკლარაციის გამოცხადებაზე შეკრიბა, Tako Liberty Bell ეწოდება. ასობით განრსხებული ამერიკელი დაუყოვნებლივ შეიკრიბა პროტესტის გამოსახატად ფილადელფიის ისტორიულ პარკში, სადაც ზარი მდებარეობს. 10)კომპიუტერული ეპოქის განვითარებასთან ერთად იმატა საპირველაპრილო ხუმრობებმაც ინტერნეტში, გასაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევა Google, რომელიც 2000 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ახალ-ახალ იონებს უწყობს მომხმარებლებს, განსაკუთრებით გამოსაყოფია 2013 წლის ხუმრობა აპლიკაცია-Google Nose(ცხვირი), რომლითაც შეგეძლო სუნის გადაცემა, YouTube-ზე იდო სარეკლამო რგოლიც "ინსტრუქციით", სადაც ვიდეოს ბოლოში ეწერებოდა "დღეს პირველი აპრილია". ისტორიამ შემოინახა შემთხვევებიც, როდესაც 1 აპრილს გავრცელებული რეალური ამბები მოსახლეობას სიცრუე ეგონა, მაგალითად 1946 წელს ალუტის კუნძულებზე (ალასკა) მომხდარი ძლიერი მიწისძვრა ან კიდევ კომიკური მსახიობის მიტჩ ჰერბერგის (Mitch Hedberg)გარდაცვალება, რომელიც 2005 წლის 30 მარტს დაიღუპა.
111 8-ს მოსწონს
|