x
image
alex999
10 განსაკუთრებულად ლამაზი ადგილი ჩვენს პლანეტაზე

დედამიწა მრავალფეროვანია. ჩვენთვის რათქმაუნდა ყველაზე ლამაზი ჩვენი სამშობლოა, თუმცა დედამიწაზე კიდევ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც დიდი სიმაოვნებით ვისურვებდით მოგზაურობას, ან კიდევ დასვენებას. წარმოგიდგენთ ამ განსაკუთრებულად ლამაზ ადგილებს...



1. პლიტვიცის ტბების ეროვნული პარკი - ხორვატია

image


ხორვასტიაში მდებარე პლიტვიცის ტბების ეროვნული პარკი, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ძველი ეროვნული პარკია. განლაგებულია ქალაქ ზადარსა და დედაქალაქ ზაგრებს შორის. გაერთიანებულია ფირუზის და მწვანე ფერის 16 ტბა. 1949 წელს, ეროვნული პარკის სახელწოდება მიიღო, ხოლო 1979 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, სამოგზაუროდ შესანიშნავი ადგილია.



2. დიდი ბარიერული რიფი - ავსტრალია

image


დიდი ბარიერული რიფი არის მსოფლიოს უდიდესი მარჯნის რიფის სისტემა. მდებარეობს ქვისლენდის აღმოსავლეთით მარჯნის ზღვაზე. რიფი იმდენად დიდია, რომ მისი შენიშნვნა კოსმოსიდანაც შესაძლებელია. შესანიშნავი ადილია სამოგზაუროდ!



3. ბურთის პირამიდა, ლორდ ჰოეს კუნძული - წყნარი ოკეანე

image


ბურთის პირამიდა არის დედამიწაზე ყველაზე დიდი მთის ფორმირება, რომელიც უშუალოდ ზღვაში მდებარეობს. წარმოქმნილია 7 მილიონი წლის, მისი სიმაღლე 562 მეტრია და წყნარი ოკეანის საგუშაგო კოშკსაც ეძახიან.



4. ყინულის კანიონი - გრენლანდია

image


ზღვის დონიდან 15 მეტრით დაბლა მდებარე კანიონი ნამდვილად საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ყინულის სილამაზის ნახვა მხოლოდ ამ კანიონზეა შესაძლებელი. გრენლანდია ატლანტიკის ოკეანესთან მდებარე კუნძულია, რომელიც ეკუთვნის დანიას. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ყინულის კანიონის დასათვალიერებლად სტუმრბს კუნძულს!



5. Blue Lagoon Hot Springs - ისლანდია


image


ისედაც ყველამ კარგად იცით, რომ ისლანდია დედამიწის სამოთხეა. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ამ ქვეყანაში Blue Lagoon Hot Springs -ია. სხვა წყლებისგან განსხვავდება ტემპერატურით, სადაც საშუალო წყლის ტემპერატურა 40 გრადუსია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ხშირად თოვლიც მოდის, წყლის ტემპერატურა მაინც არ იცვლება, რადგან შემცვლელობაში გოგირდი და სილიციუმია.



6. სიყვარულის გვირაბი - უკრაინა

image


ეს მშვენიერი ადგილი, რომელსაც ეძახიან "სიყვარულის გვირაბს", მდებარეობს კლევანში, როვენსკაიას რეგიონში უკრაინაში. გაზაფხულზე, როცა გაფურჩქნულია ყვავილები და აყვავებულია ხეები, ეს ადგილი სრულიად გამწვანებულია და ეს ხეები ქმნიან ეგრეთ წოდებულ ზღაპრული სილამაზის "სიყვარულის გვირაბს", რომელიც რკინიგზის კილომეტრიან მონაკვეთზეა განლაგებული. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან...



7. დაკლაკნილი ტყე - პოლონეთი


image


ტყე პოლონეთის ჩრდილო- დასავლეთით, ნოვოე ჩარნოვოს სოფელში მდებარეობს. ამ ტყეში დაახლოებით 400-მდე ფიჭვის ხეა. ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ ეს ხეები სულებს განასახიერებდნენ, რომლებსაც შეეძლოთ ხალხს დამხარებოდნენ. იყო ცრურწმენა, რომ ვინც ამ ხეების ტყეს ბოლომდე გავიდოდა, განთავისუფლდებოდა ყოველგვარი ავადმყოფობისგან და დაუბრუნდებოდა ცოცხლების სამყაროს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ხშირად ეს მოგზაურობები სიკვდილით მთავრდებოდა. 1930 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ხეების მდგომარეობა არ არის ხელოვნური. ტყე თავის საიდუმლოებას კვლავ ინარჩუნებს.



8. Hotel La Montaña Mágica - ჩილე

image


"ჯადოსნური მთის სასტუმრო" - უდაოდ განსხვავებული სილამაზის ადგილია მთელს მსოფლიოში. სასტუმროში მოგზაურობა ცოტა არიყოს ძვირი ჯდება, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღირს ამ ულამაზესი ადგილის ნახვა, რომელიც ხელოვნების ნამდვილი შედევრია.



9. Cinque Terre - იტალია

image


The Cinque Terre მდებარეობს იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ გენუასთან. 1997 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. სახელწოდება სიტყვა-სიტყვით 5 სოფელს ნიშნავს. ზღვისპირზე გაერთიანებული ხუთი სოფელი, ტურისტების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის, ლამაზი ბუნება და ზღვა! თუ არჩევანს ვერ აკეთებთ, თუ რომელი ჯობია, მაშინ The Cinque Terre არის ის ადგილი, სადაც ზღვის საიმოვნებასთან ერთად ულამაზესი ბუნების სიამოვნებასაც მიიღებთ.



10. გვირაბი ვისტერია - იაპონია

image


ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. ბაღის მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი. ეს ულამაზესი ადგილი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან 4 საათის მოშორებით მდებარეობს და ადგილზე ავტობუსით მოგზაურობაც შესაძლებელია.






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მსოფლიოდ ცნობილი, 10 ყველაზე ცოდვილი ქალაქი ჩვენს პლანეტაზე

2. 10 ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცების დეფიციტს განიცდიან

3. 4 დაუჯერებელი დამთხვევა, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა

4. სერენაი სარიკაია - 10 საინტერესო ფაქტი თურქი სუპერვარსკვლავის შესახებ

5. WhatsApp -ის მომხმარებლების საყურადღებოდ! დაემატა ახალი ფუნქცია...

6. მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ნასამ შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს!

7. იცით თუ არა, რომ... სუპერ ფაქტები

8. ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ...აქ მამაკაცების დეფიციტია!






0
379
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0