x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე შეჭამთ
ამბობენ, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძია. კვების სპეციალისტები და ექიმები რეკომენდაციას შვრიის ფაფას უწევენ. მას ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგალითად, ამცირებს გულის შეტევის რისკს.


სტატიაში გაეცნობით 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეჭამოთ შვრია ყოველდღე.


image





1. კუნთები მეტ პროტეინს მიიღებს


დაახლოებით 8 სუფრის კოვზი შვრია დღიურად მისაღები პროტეინის 15%-ს აწვდის ორგანიზმს. ნუ დაგავიწყდებათ ვიტამინი E, ანტიოქსიდანტები და გლუტამინი, რაც ხელს უწყობს კუნთების სწრაფად აღდგენას.


image








2. გაგიუმჯობესდებათ კანი


შვრია შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კანს წმენდს, ათავისუფლებს მას ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან. ის ასევე ავიწროვებს ფორებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველჰყოფს უჯრედების აღდგენას.

image








3. ანტიოქსიდანტების მაღალი დონე


შვრია მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ებრძვის ქავილსა და ანთებას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

image








4. ენერგიით სავსე იქნებით


შვრიის ფაფა მდიდარია ნახშირწყლებით და სხეულს ენერგიით ავსებს. რეკომენდებულია ოდნავ მშრალი შვრიის ჭამა, ასე უფრო დიდი ხნის მანძილზე იქნებით მაძღარი და არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა.

image









5. წონაში დაიკლებთ

შვრიის ფაფის ყოველდღე მირთმევა გააუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესს და დააჩქარებს წონის დაკლებას. საუზმედ შვრიის მიღება დიდი ხნის განმავლობაში გამოგიმუშავებთ უნარს, თავი შეიკავოთ ზედმეტი კალორიის მიღებისგან.

image








6. ქოლესტერინი შემცირდება

შვრია შეიცავს ბოჭკოს, სახელად ბეტა-გლუკანს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს.


ლინოლეის მჟავისა და ხსნადი ფიბერის შემცველობის გამო, შვრია ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს ნუტრიენტები წმენდს სხეულს და იცავს მას ისეთი სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა ათეროსკლეროზი, გულის შეტევა და ინსულტი.

image








7. გულის შეტევის რისკი შემცირდება


შვრია მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და გულის მუშაობას.

image








8. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეგაწუხებთ


ექსპერტები ამბობენ, რომ ყოველდღიურად 25-დან 35 გრამამდე ფიბერი მაინც უნდა მივიღოთ, რომ საჭმლის მომნელებელმა სისტემამ იდეალურად იმუშაოს. შვრიის პატარა პორციაც კი, დღიურად მისაღები ფიბერის 1/5-ს შეიცავს.

image









–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image


2. რა შეიძლება დაგემართოთ, თუ ხელებს არ დაიბანთ

image


3. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

image




1
3760
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3760
  
2018, 1 აპრილი, 23:36
მოკლედ ვერ გაიგებ ვერაფერს რაა.. მე ყოველ დილით ვჭამდი გერკულესს და არ შეიძლება,კალცი გამოაქვს ორგანიზმიდანო და რკინა.. თუ ეს სიმართლეა კარგია,მიჩვეული ვარ ცოტა ქიშმიშით და თხილით. :)
0 1 1