x
4 ყველაზე ძლიერმოქმედი ცხიმისმწველი კოქტეილი
image



4 ყველაზე ძლიერმოქმედი ცხიმისმწველი კოქტეილი
ცხიმისმწველი კოქტეილები აჩქარებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ამასთან, ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს.

რეცეპტი-1

პიტნისა და ლიმონის მსუბუქი კოქტეილი დღის შესანიშნავი დასაწყისი იქნება. ის გამოგაფხიზლებთ, შეგმატებთ ენერგიას და რაც მთავარია, ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ:
კივი – 1 ცალი;
ლიმონი – 2 ნაჭერი;
პიტნა – 7 ფოთოლი;
ოხრახუში – 7 ღერი;
წყალი – 100 მლ;
თაფლი – გემოვნებით და სურვილისამებრ.
1. გაფცქვენით კივი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ბლენდერში.
2. დაუმატეთ ლიმონი, მწვანილი და წყალი. კარგად დააბლენდერეთ.
3. მიირთვით მომზადებისთანავე.



რეცეპტი-2

ეგზოტიკური ხილის მოყვარულებს კი ანანასისა და გრეიპფრუტის კოქტეილს შემოგთავაზებთ. ეს ორი პროდუქტი გოგრის თესლთან ერთად – ერთ-ერთი საუკეთესო ცხიმისმწველი კოქტეილია.
გრეიპფრუტი – 1/4
ანანასი – 4 ნაჭერი;
კეფირი – 250 მლ
გოგრის თესლი – 30 გრ
ქოქოსის ზეთი – 30 მლ
1. გრეიპფრუტი და ანანასი გაფცქვენით, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში.
2. დაუმატეთ კეფირი, გოგრის თესლი და ქოქოსის ზეთი, კარგად დააბლენდერეთ.



რეცეპტი-3

თუკი დიეტის დროს რაიმე ტკბილი და გემრიელი მოგინდათ, მოიმზადეთ ეს დესერტი, რომელიც არამცთუ არაფერს ავნებს თქვენს ფიგურას, არამედ პირიქით – დიეტის საუკეთესო დანამატი იქნება.
წყალი – 250 მლ
თაფლი – 1 ჩაის კოვზი
ვაშლის ძმარი – 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი – 1 ჩხირი
1. შეურიეთ თაფლს ძმარი, კარგად აურიეთ.
2. დაუმატეთ დარიჩინი. ეს კოქტეილი – დღის იდეალური დასაწყისი იქნება.



რეცეპტი-4


ინგრედიენტები:
ნიახური – 200 გრ
ვაშლი – 2 ცალი
ნახევარი ლაიმის (ან ლიმონის) წვენი;
წყალი – 100 გრ
ყინული – 0.5 ჭიქა
1. ნიახურის ფოთლები დაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი, ლაიმის წვენი და ათქვიფეთ.
2. დაუმატეთ წყალი და კვლავ დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ კოქტეილის დატეხილი ლიმონი. ლიმონის ნაცვლად შეგიძლიათ დაუმატოთ კიდევ 100 გრ წყალი.




ცხიმისმწველი კოქტეილები – იდეალური გადაწყვეტილებაა მსუბუქად წასახემსებლად. ისინი არა მხოლოდ დაგიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას, არამედ მოგაშორებთ ზედმეტ კალორიებსაც.
ამასთან, ასე მომზადებული კოქტეილები ძალიან სასარგებლოა, რადგან ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით ამდიდრებს, რაც ასე მცირეა დიეტურ მენიუში.

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0